განათლება
2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდებზე შედეგების შეტყობინების წესი შეიცვალა
FaceBook
2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge თითოეული საგანისათვის დამატებითი ნიმუშები მომდევნო კვირას გამოქვეყნდება. რის შედეგადაც, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი ნიმუშები მასწავლებლებთან ერთად განიხილონ. ეს მაგალითები მათ დაეხმარებათ სწორი წარმოდგენა შეიქმნან საგამოცდო დავალებებზე.

გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ჩატარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში კი ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან”, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მაია მიმინოშვილის თქმით, იმისათვის, რომ მოსწავლემ გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარი გადალახოს, დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.

Print