გამჭვირვალე თვითმმართველობა
"არავის არაფერს დავპირებივარ" - ზაზა ლომინაძე რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას "მაჟორიტარის ანგარიში"

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობას, თავად მოსახლეობა აფასებს.

რას პირდებოდნენ მაჟორიტარები თავიანთ ამომრჩევლებს, რა შეასრულეს და რა პრობლემები რჩება დღემდე მოსახლეობას?


"ქუთაისიპოსტი" ყველა მაჟორიტარის საქმიანობის შეჯამებას კვირაში ერთხელ გთავაზობთ.

რუბრიკის ფარგლებში, მათივე მაჟორიტარის სამწლიანი მუშაობის შედეგებზე, უქიმერიონის ოლქის მცხოვრებლები საუბრობენ.

უქიმერიონის სამაჟორიტარო ოლქში, რომელიც გორას, ჭომასა და გუმათის დასახლებას მოიცავს, ადგილობრივთა ნაწილი მათ მაჟორიტარ დეპუტატს, ზაზა ლომინაძეს არ იცნობს. მათი თქმით, ბოლო წლებში მათ დასახლებაში განხორციელებულ პროექტებთან, მაგალითად, 24 საათიანი  წყალმომარაგება და გაზიფიცირება, ზაზა ლომინაძეს უშუალო შემხებლობა არ აქვს. 

ზაზა ლომინაძეს იცნობს ლესელიძის ქუჩის მცხოვრებთა  ნაწილი. მათი თქმით, დეპუტატი მათთან  კანალიზაციის რეაბილიტაციის დროს იყო  მისული, თუმცა, სამუშაოების ჩატარებიდან მალევე, მილი მწყობრიდან გამოვიდა და ახლა მათ ქუჩაზე წყლის უწყვეტი ნაკადი მოედინება.



თავად ზაზა ლომინაძე ამბობს, რომ იგი წინასაარჩევნოდ არავის არაფერს დაპირებია და ეს მისი პლუსია, თუმცა, იმ საქმეებსაც იხსენებს, რომლებიც,  მისი თქმით,  ბოლო სამ წელიწადში უქიმერიონში განხორციელდა. 

ზაზა ლომინაძეს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი კვლავ იყრის თუ არა კენჭს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უქიმერიონის მაჟორიტარ დეპუტატად, თუმცა, ამბობს, რომ ამ საქმიანობის გამო იგი თავის ძირითად პროფესიას, კარდიოლოგიას ნაწილობრივ ჩამორჩა. 




რუბრიკის სხვა სტუმრები:

"თვალით არ გვინახავს" - ლელა ქელბაქიანი რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)

"უხელფასობის ფონზე, კარგად გავართვი თავი"-ნატო ქათამაძე რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)

"რომ არ მოდის, იმიტომ არ ვიცნობთ" - კახი დვალიშვილი რუბრიკაში "მაჟორიტარის ანგარიში" (ვიდეო)

"მაჟორიტარის ანგარიში" - ქუთაისიპოსტი ახალ რუბრიკას იწყებს (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:44 / 18.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში  რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
16:20 / 16.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.