ახალი ამბები
იტალიაში გარდაცვლილი ტყიბულელის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას სამინისტროს თხოვს
FaceBook
ტყიბულის რაიონის, სოფელ გელათში მცხოვრები 49 წლის ნაილი ნემსიწვერიძე, 12 აპრილს, იტალიის ქალაქ რეჯო კალაბრიას ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ნაილი ნემსიწვერიძე ლეიკემიის მძიმე დიაგნოზით რამდენიმე დღე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მეზობლები ჩვენთნ საუბარში განმარტავენ, რომ ის სამშობლოში დაბრუნებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებდა. ფინანსების არ არსებობის გამო, ოჯახი ამდრომდე ვერ ახერხებს ცხედრის გადმოსვნებას. ისინი დახმარებას საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ.

"ახლა მივდივარ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც შესაბამისი დოკუმენტაცია მიმაქვს, იქნებ დამეხმარონ ჩემი მეუღლის საქართველოში გადმოსვენებაში", - ამბობს ჩვენთნ საუბარისას გარდაცვლილის მეუღლე ემზარ წულუკიძე.

ნაილი ნემსიწვერიძე იტალიაში ერთი წლის წინ სამუშაოდ წავიდა. ლეიკემიის დიაგნოზი საზღვარგარეთ ყოფნისას, ჩასვლიდან რამდენიმე თვეში, დაუდგინდა. გელათში ამჟამად მხოლოდ გარდაცვლილის მეუღლე ცხოვრობს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 

გაუწევს თუ არა ოჯახს საგარეო საქმეთა სამინისტრო  ოჯახს დახმარებას ქუთაისიპოსტი ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. 



თეონა ჯანელიძე


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმომტანის
დაბეგვრისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.
13:32 / 19.04.2024
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.
11:44 / 18.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში  რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.