გამჭვირვალე თვითმმართველობა
სატელეფონო ლიმიტები ქუთაისის მერიაში - როგორ იხარჯება 60 000 ლარი
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში საჯარო მოსამსახურეების მობილური ტელეფონების სასაუბრო ლიმიტი ყოველთვიურად განსაზღვრულია.
მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტი ლიმიტი მობილურ ტელეფონზე სასაუბროდ ქალაქის მერს, შოთა მურღულიას ერგო. ქალაქის პირველი პირის სატელეფონო მომსახურების ბარათების ყოველთვიური ლიმიტი 80 ლარს შეადგენს. 50-50 ლარი არის გათვალისწინებული მისი მოადგილეებისთვის. მათზე 10 ლარით ნაკლები, 40 ლარი ერგო მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს.
რაც შეეხება, მერიის სამსახურების უფროსებს და სპეციალისტებს, მათთვის საერთო ჯამში (სულ 10 სამსახური) ყოველთვიურად 3 110 ლარია განსაზღვრული. აქედან, ყველაზე მეტი ოდენობის ლიმიტი მობილურ ტელეფონზე სასაუბროდ მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს (760 ლარი) ერგო. შემდეგ, მერიის საბინაო და ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურს.
მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა, მერიის ეკონომიკური განვითარების და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის და მერიის სამხედრო სამსახურებს მობილური ტელეფონით სარგებლობისთვის ყველაზე ნაკლები ლიმიტი თვეში 150-150 ლარი აქვთ გამოყოფილი.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია განამარტავს, რომ სამსახურებისთვის აღნიშნული ლიმიტის გამოყოფა მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობით და სამუშაოს მიხედვით მოხდა.
"ის რომ საბინაო სამსახურს უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე სხვა დანარჩენი სამსახურის წარმომადგენლებს, ეს უადავოა. თუმცა, ვფიქრობ მობილურ ტელეფონზე სალაპარკო თანხა,  რაც გათვალისწინებულია, ყველას ყოფნის", - ამბობს ზვიად ჯავახია.
მერიაში განმარტავენ, რომ  განსაზღრული ლიმიტის შესალოა სრული ათვისება  არ მოხდეს. ასეთ შემთხვევაში,  როგორც მერიაში განმარტავენ, არსებული ნაშტო მომდევნო თვეში გადადის.  
"არც ვიცი რამდენი მაქვს ყოველთვიური ლიმიტი, მე მგონი 50 ლარია. აქედან, 5 ლარს ინტერნეტ მომსახურებისთვის ვიყენებ. საერთო ჯამში, ვფიქრობ რომ საკმარია", - ამბობს ქუთაისის მერის მოადგილე, ნოდარ მიქიაშვილი. 
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, აღნიშნული ლიმიტი სხვადასხვა საქმეების მოსგვარებლად  ესაჭიროებათ. თუმცა, კონკრეტულად რა "საქმეს აგვრებენ" სატელეფონო საუბრებით "ქუთაისიპოსტთან" ვერ საუბრობენ.
"რა ვიცი როგორ გითხრათ, ტელეფონზე საპალარაკო როგორ არ გვჭირდება. ხან თანამშრომელს დავურეკევათ  და მოვიკითხავთ როგორ სრულდება სამუშაოები. ასე კონკრეტულად რანაირად გითხარათ", - განმარტავენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე წელს სატელეკომუნიკაციო მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარია განსაზღვრული.  
თეკლე მორგოშია 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:23 / 23.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
11:44 / 18.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში  რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.