გამჭვირვალე თვითმმართველობა
ქუთაისის მერიაში 2016 წელს მივლინებისთვის 105 096 ლარი დაიხარჯა
FaceBook
ქუთაისის მერის და მისი თანამშრომლების მივლინებისთვის გასულ წელს 105  096,98 ლარი დაიხარჯა.

აქედან, 95 534,  98 ლარი ქვეყნის გარეთ, ხოლო დანარჩენი ქვეყნის შიგნით სამივლინებო ვიზიტებისთვის გაიცა.

ბელარუსიის რესპუბლიკა, ბელგიის სამეფო, გერმანია, ესპანეთის სამეფო, ესტონეთის რესპუბლიკა, ირანის ისამური რესპუბლიკა, ისრაელი, ლატვიის
რესპუბლიკა, მოლდოვას რესპუბლიკა, ნიდერლანდების სამეფო, პოლონეთის რესპუბლიკა, პორტუგალია, რუსეთი, საფრანგეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვლია, სადაც გასული წლის განმავლობაში ქალაქის მერი, მისი მოადგილეები და სხვა თანამშრომლები სამივლინებო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ბათუმი, თბილისი, ანაკლია, ამბროლაური, ბორჯომი, ბაკურიანი, გურჯაანი, ზუგდიდი, თელავი, ურეკი, კაჭრეთი, მცხეთა და ქობულეთი - ეს კი ის ქალაქებია, სადაც გასულ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2016 წელს ქალაქის მერმა, საზღვარგარეთ სულ 4 ვიზიტი - აზერბაიჯანში, სლოვენიაში, გერმანიასა და ჩინეთში განახორციელა.

შოთა მურღულია გასული წლის ბოლოს მივლინებით (19-21 დეკემბერს) აზერბაიჯანში, კერძოდ, განჯაში საერთაშორისო ღვინის ფესტივალზე იმყოფებოდა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის მწარმოებელი კომპანიები ესწრებოდნენ.

2016 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი თანხა გერმანაში, ქალაქ ბერლინში, 8-14 მარტს მერიის სამი თანამშრომლის (მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ტურიზმის განყოფილების ორი სპეციალისტის) სამივლინებო ვიზიტი დაჯდა.

მერიიდან მოწოდებული ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ბერლინში, საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობა "ITB2016" მონაწილეობდნენ.

ქალაქის მერი შოთა მურღულია ქუთაისიპოსტის მიცემულ ინტერვიუში განმარტვას, რომ მას მივლინებებისთვის ბევრი დრო არ რჩება.

"მე ბევრი დრო არ მაქვს, რომ მივლინებებში ვიარო. ალბათ, ეს უნდა შეიცვალოს და მერი უფრო მეტად საგარეო თემებზე უნდა იყოს გადართული და არა ყოველდღე ობიექტების სამუშაოებზე თავზე დგომით", - ამბობს ის ინტერვიუში.




ამავე თემაზე :

ქუთაისის საკრებულოში 2016 წელს მივლინებისთვის 29 980,98 ლარი დაიხარჯ

იმერეთის გუბერნიის 30 157 ლარიანი მივლინებები და მათი შედეგები





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:23 / 23.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
11:44 / 18.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში  რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.