ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულომ სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისების საკითხი არ განიხილა
FaceBook
საუბარია, ქალაქის ცენტრში 16 კვ.მ ფართი მიწის ნაკვეთზე. 

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომამ, ქალაქში ცენტრში სადავო კიბის უჯრედისთვის მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის საკითხის განხილვის გარეშე ჩაიარა.

დღის წესრიგში, სადაც ექვსი საკითხი იყო შესული, ეს თემა საერთოდ არ მოხვდა. საკანონმდებლო ორგანოში ერთი კვირის წინ კი განმარტავდნენ, რომ 5 წლის ვადით თვითმმართველობის ქონების გასხვისებაზე, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ბექა ყანჩელის განმარტებით, საკითხის განხილვა საკრებულოს რიგით სხდომაზე მას შემდეგ მოხდება, რაც ის შესაბამისი კომისიის მიერ იქნება განხილული.

ქალაქის ცენტრში ე.წ. ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე (ფალიაშვილის #2, #27ა ) ლონდა ზიბზიბაძისთვის 16 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემა საკრებულოს კომისიის სხდომაზე სადავაო  გახდა, რის გამოც საკითხი მიმდინარე წლის 24 მაისს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღეს.

პარალელურად,  საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით წიტაიშვილმა თემის  შესწავლა მოითხოვა. 

სადაო ფართი ე.წ "ბავშვთა სამყაროს"  მიმდებარე ტერიტორიაზეა, სადაც ამ დროისთვის მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ობიექტის მეპატრონე კი ლონდა ზიბზიბაძე გახლავთ.

ხუთსართულიანი კომპლექსის მშენებლობას დაწყების დღიდან აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც მესაკუთრის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.