გამჭვირვალე თვითმმართველობა
საახალწლო მორთულობებზე დახარჯული თანხები იმერეთის მუნიციპალიტეტებში
FaceBook
იმერეთის მუნიციპალიტეტში საახალწლო მორთულობებისთვის დახარჯულმა თანხამ 187 272 ლარი შეადგინა.

2016 წლისთვის საახალწლო მორთულობები იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტიდან მხოლოდ ხარაგაულსა და ჭიათურაში არ შეუძენიათ. ხარაგაულში წელს საახალწლო მორთულობისთვის ტენდერი არ მოცხადებულა.

იმერეთის მუნიციპალიტეტში საახალწლო მორთულობებისთვის, ტენდერების მიხედვით დახარჯულმა თანხამ საერთო ჯამში 187 272 ლარი შეადგინა.

როგორც გაირკვა, საახალწლო მორთულობაზე ყველაზე მეტის თანხა ქუთაისში დაიხარჯა. ნაძვის ხეებისა და საახალწლო გრილიანდების მონტაჟისა და დემონტაჟისთვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შპს "აღმდგენს" 78 ათასი ლარი ერგო.

ქუთაისის შემდეგ, ყველაზე მეტი რაოდენობის თანხა, 28 900 ლარი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დახარჯეს.

საახალწლო მორთულობებისთვის იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე ნაკლები თანხა კი ხონში დაიხარჯა. ადგილობრივმა მთავრობამ ამ მიზნით 2 749 ლარი გამოყო. თანხა ძირითადად მანათობელი ფიფქებისა და მილების შეძენას მოხმარდა.

თანხის მიხედვით, წყალტუბოს შემდეგ მომდევნო ადგილზეა საჩხერის მუნიციპალიტეტი, სადაც საახალწლო განწყობის შესაქმნელად 21 019 ლარი დახარჯეს. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ტენდერი 2015 წლის 8 დეკემბერს გამოაცხადა. თუმცა, როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ამ თანხაში გარდა განათებისა, საახალწლო ღონისძიებების მოწყობა და ასევე, სასაჩუქრე ნაკრების შეძენაცაა გათვალისწინებული. საჩხერეში საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან 865 პირი მიიღებს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში საახალწლო მორთულობებისთვის 2015 წლის 11 ნოემბერს, 13 825 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადეს. თუმცა, გამარჯვებულმა კომპანიამ შპს "თამარმა", სამუშაოების შესრულებაში 11 299 ლარი მოითხოვა.

ამავე კომპანიამ უზრუნველყო ვანის მუნიციპალიტეტში საახალწლო განათებების დამონტაჟება, რაზეც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 8 815 ლარი გამოიყო.

ასევე, ერთი და იმავე კომპანიამ, შპს "სხივმა" გაიმარჯვა თერჯოლაში, ბაღდათსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ საახალწო განათებების ტენდერში. დასახელებულმა ფირმამ ბაღდათში სამუშაოები 3 000 ლარად შეასრულა, ხოლო ზესტაფონის საახალწო მორთულობაზე ქალაქის ბიუჯეტიდან 10 090 ლარი დაიხარჯა.

თერჯოლაში კი ადგილობრივმა მთავრობამ 17 000 ლარად შეფასებული ტენდერი გამოაცხადა, თუმცა შპს "სხივმა" სამუშაოები 16 400 ლარად შეასრულა. შპს "სხივი" 2010 წელს თბილისში დარეგისტრირებული კომპანიაა. თერჯოლაში, ერთ პირთან მოლაპარაკების შედეგად, შპს "ეარ არტმა" 4 000 ლარად ღირებული ფეიერვერკები შეისყიდა.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 000 ლარი დაიხარჯა ტყიბულში საახალწო განათებებისთვის. ტყიბულის გამგებლის ინფორმაციით, მიმდინარე წელს აღნიშნული თანხით ძველი ნაძვის ხისთვის ახალი სათამაშოების დამატება და ასევე, გასანათებელი მოწყობილობების შეძენა მოხდა.

რაც შეეხება ჭიათურას, ქალაქის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრმა საახალწლო მორთულობებისთვის მიმდინარე წლის 11 დეკემბერს 13 500 ლარის ღირებულიების გამარტივებული ტენდერი გამოცხადდა. თუმცა, ტენდერი არ შედგა, რის მიზეზს გამგეობაშიც და კეთილმოწყობის სერვისცენტრშიც ვერ განმარტავენ. თუმცა, სერვისცენტრში აღნიშნავენ, რომ გამგეობის ნებართვის შემდეგ საახალწლო მორთულობებისთვის განკუთვნილი თანხა ათვისებულია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:23 / 23.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
11:44 / 18.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში  რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.