გამჭვირვალე თვითმმართველობა
ქუთაისის მერია 7500 ლარის ავეჯს ყიდულობს
FaceBook
ქუთაისის მერიამ ქალაქის მერიისა და საკრებულოსთვის საოფისე ავეჯის შესაძენად 7500 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი, რომელიც 21 სექტემბერს გამოცხადდა, საკრებულოსა და მერიისათვის საოფისე სკამების, სავარძლების და სავარძლების ნაწილების შესყიდვას ითვალისწინებს.
კერძოდ, ტენდერში გამარჯვებულმა მერიას უნდა მიაწოდოს: კომპიუტერის სავარძელი - 4 ცალი, სავარძელი უძრავი ფეხებით - 4 ცალი, გორგოლაჭიანი სავარძელი - 5 ცალი (საზურგის სიმაღლე: არანაკლებ 65 სმ, დასაჯდომის შიგა სიგანე: არანაკლებ 47 სმ., არანაკლებ 120 კგ. წონაზე გათვლილი), საოფისე სკამი - 1-- ცალი, საოფისე სავარძელი - 1 ცალი (სახელურები მასიური დეკორატიული ხის. არანაკლებ 150 კგ. წონაზე გათვლილი, საზურგის სიმაღლე: არანაკლებ 65 სმ.,
დასაჯდომის შიგა სიგანე: არანაკლებ 47 სმ, სტანდარტული სიმაღლის), სავარძლის ვარსკვლავა - 8 ცალი (5 გორგოლაჭიანი, 120 კგ წონაზე გათვლილი), სავარძლის ამორტიზატორი - 8 ცალი (120 კგ. წონაზე გათვლილი სავარძლის ზომის გათვალისწინებით) , სავარძლის გორგოლაჭი - 30 ცალი (120 კგ. წონაზე გათვლილი, სილიკონისშემცველი).
სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიისათვის საოფისე სკამების, სავარძლების და სავარძლების ნაწილების შესყიდვა განახორციელოს ეტაპობრივად, მოთხოვნიდან 2 (ორი) დღის ვადაში, ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე.
მისაწოდებელი საოფისე სკამებისა და სავარძლების მოდელი უნდა შეესაბამებოდეს წარმოდგენილ ნიმუშებს, ხოლო ფერი უნდა შეთანხმდეს მერიასთან.
მიწოდებულ საქონელზე წუნის დაფიქსირების შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულმასაკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს დაწუნებული საქონლის ტრანსპორტირება და ახლით შეცვლა.
ავეჯის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 24 სექტემბერს იწყება და 28 სექტმებერს სრულდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:23 / 23.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
11:44 / 18.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში  რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.