გამჭვირვალე თვითმმართველობა
დაპირებული და შეუსრულებელი პროექტები–ქუთაისის ინფრასტრუქტურა 2018 წელს
FaceBook
2018 წელს ქუთაისში დაპირება უფრო მეტი იყო, ვიდრე შესრულებული სამუშაოები. ქუთაისის მერიის მიერ დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობისა და მათი მასშტაბურობის მიხედვით, ქალაქი ახალ, 2019 წელს განსხვავებული იერსახით უნდა შეხვედროდა, თუმცა, არჩევიდან ერთი წლის შემდეგაც, ქალაქის მერს კვლავ დაპირებებზე უწევს საუბარი.

ყველაზე მსხვილმასშტაბიანი პროექტი, რაც ქუთაისში 2018 წელს განხორციელდა, თეთრი ხიდი იყო, რომელიც დათქმული სამი თვის ნაცვლად, ხუთი თვე კეთდებოდა, თუმცა, შედეგი მაინც არ აღმოჩნდა სახარბიელო. ხიდის ვიზუალმა ადგილობრივთა მწვავე პროტესტი გამოიწვია. ხის საფარის ნაცვლად შუშისა და ლითონის კონსტრუქცია,  ერთდროულად სახიფათოდ და არაპრაქტიკულად შეფასდა.

ბოლოს, ხიდზე არსებული ხარვეზები ქალაქის მერიამაც აღიარა და კომპანია "ალმა რუსს" სასამართლოში უჩივლა.

თეთრი ხიდის გახსნამდე მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკში სკეიტ–პარკი მოეწყო, რაც გიორგი ჭიღვარიას ერთ–ერთი საარჩევნო დაპირება იყო.

რეაბილიტირდა თბილისის ქუჩა. სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს დუმბაძისა და ბარათაშვილის ქუჩებზე. ეწყობა ოღასკურას კალაპოტი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ქალაქისთვის მოუგვარებელი პრობლემა იყო.

სამაგიეროდ, არ შესრულდა დაპირება ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბეების რეაბილიტაციის შესახებ. ამ სამუშაოებისთვის მერიას თანხა ჯერ კიდევ 2018 წლის ბიუჯეტში ჰქონდა, თუმცა, საფინანსო სამსახურის უფროსმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კიბეების რეაბილიტაციისთვის ხარჯები არც მომავალი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. 2019 წლისთვის გადადო მერიამ გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაცია. ქალაქის ხელისუფლებას არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდა წლის დასაწყისში დაანონსებული რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია და ავარიული სახლები მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, გიორგი შენგელიასთან ერთად დაათვალიერა.

ჯერჯერობით არ დაწყებულა რუსთაველის ხიდისა და ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია. ამ პროექტების განხორციელებას მერია 2019 წელს აანონსებს.

უცნობია რა ბედი ეწევა ბოტანიკური ბაღიდან წმინდა გიორგის ეკლესიასთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მშენებლობას, რომელიც ჯერ კიდევ შოთა მურღულიას მერობის დროს დაანონსდა.

წინა ხელისუფლების პირობებში დაწყებული ასათიანის ქუჩის რეაბილიტაცია კი ამ დრომდე არ დასრულებულა. ახალმა ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერც სოციალური საცხოვრისის პრობლემა მოაგვარა, რომელზეც თავად განაცხადა, რომ ხარვეზებით გაკეთდა. მერია თავიდანვე საუბრობდა შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობაზე და ბენეფიციარებს პრობლემის მოგვარებას პირდებოდა, თუმცა, სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები შენობაში არსებულ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებზე ამ დრომდე საუბრობენ და ალტერნატიულ ფართში გადაყვანას ითხოვენ.

გიორგი ჭიღვარიას არ შეუსრულებია ერთ–ერთი მთავარი დაპირება ქალაქში 24 საათიანი წყალმომარაგების შესახებ. 

შეუსრულებელი დაპირებების პარალელურად, თითქმის ყველა ობიექტზე სამუშაოები გაჭიანურდა. გადათხრილი ქუჩებისა და სამუშაოების ნელი ტემპის გამო ოპოზიციამ ადგილობრივი ხელისუფლება არაერთხელ გააკრიტიკა, მის   დაპირებებს კი სადღეგრძელოები უწოდა.

ქუთაისის მერიამ კრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობისგანაც მიიღო. დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ქალაქის ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა და განაცხდა, რომ ქალაქში  წლიდან წლამდე არაფერი იცვლება.

დეპუტატის მწვავე კრიტიკას ასეთივე სიმწვავით უპასუხეს ქუთაისის მერიაში და 2018 წელს ქალაქში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს 141 ობიექტი დასრულდა, რასაც ჯამში 5 600 000 ლარი მოხმარდა.

ჩამონათვალში, ძირითადად, გზის საფარის, ტროტუარების, ღვარსადენების, საყრდენი კედლების და სპორტულ–გამაჯანსაღებელი ატრაქციების მოწყობა შედის.

ოპოზიციისა და ახლა უკვე საპარლამენტო უმრავლესობის კრიტიკის მიუხედავად, გიორგი ჭიღვარია კვლავ ახალ პროექტებს აანონსებს და აცხადებს, რომ ქუთაისი განახლებულ იერსახეს ოთხ წელიწადში მიიღებს.

როგორი იყო გიორგი ჭიღვარიას პოლიტიკური წელი, ნახეთ აქ;

FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები






არც ერთი ბრიფინგი, არც ერთი პრესკონფერენცია, საკრებულოს 22
სხდომიდან მხოლოდ სამი დასწრება, არც ერთი მკაფიო განცხადება
17:33 / 28.12.2018
არც ერთი ბრიფინგი, არც ერთი პრესკონფერენცია, საკრებულოს 22 სხდომიდან მხოლოდ სამი დასწრება, არც ერთი მკაფიო განცხადება






არასამთავრობო ორგანიზაცია
16:19 / 12.07.2018
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ქუთაისის მერიისა და საკრებულოს იმ თანამდებობის პირების შესახებ გამოქვეყნა ინფორმაცია,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
თბილისში მომხდარ ავტოავარიას ტყიბულის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი, 41 წლის, გიორგი კირკიტაძე ემსხვერპლა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 6 ახალი ფრენა შესრულდება.
ქართველმა მთასვლელებმა ქვეყნის უმაღლლესი მწვერვალი, შხარა დალაშქრეს.
ქუთაისში, დავით  აღმაშენებლის #11-ში ორი სარდაფი გატეხეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გელა ქ., ხოლო  ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქეები - კახი კ. და გია მ. დააკავეს.
ქუთაისში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალგაზრდული თეატრი აშენდება.
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც  მიწის ჩავარდნის შედეგად ორმო წარმოიქმნა,  მანქანებს გადააგილება უჭირთ. 
ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის პროექტის შედგენაზე,  მერიამ  ტენდერი განმეორებით გამოცხადა.