39 სახელმწიფო შესყიდვით დახარჯული მილიონ ლარზე მეტი - „სპეციალური სერვისების“ ერთწლიანი ტენდერები
FaceBook
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფმა ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა" მიმდინარე წელს სულ 39 ტენდერი გამოაცხადა. მათში გამარჯვებულ კომპანიებს ორგანიზაციამ სულ 1 335 313 ლარი გადაუხადა.

ბოლო ტენდერი, რომელიც ააიპ-მა 2017 წლის 10 ივლისს გამოაცხადა, ავტომშენებლის ქუჩაზე "სპეციალური სერვისების" მშენებარე ოფისისთვის რკინის სხვადასხვა ნაწარმის შესყიდვას ითვალისწინებდა. მასში კომპანია "მეფეთუბანი" 9 998 ლარს მიიღებს.

ასევე, მშენებარე ოფისში ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟებისთვის ორგანიზაცია 11 700 ლარს ხარჯავს, რისთვისაც ტენდერი ერთი თვის წინ გამოაცხადა. მასში გამარჯვებულად შპს "ქებული კლიმატი" გამოვლინდა. სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ გათბობის სისტემა ორგანიზაციის შემოსავლებით მონტაჟდება.

ასევე, ერთი თვის წინ გამოცხადდა 150 კგ. თუთიის ფოსფიდის შესყიდვაც. ამ ქიმიური პრეპარატით ქალაქში დეზიფექციის და ქვეწარმავლების დაფრთხობის სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

„სპეციალურ სერვისებს“ 150 კგ. შხამს ინდმეწარმე ზურაბ სამარჯიშვილი მხოლოდ მესამე მცდელობის შემდეგ შეუძენს. პირველად გამოცხადებულ ტენდერში მას, დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მიეცა და შესაბამისად, ამ მიზეზის გამო შესყიდვა შეწყდა, მეორე კი ორგანიზაციამ თავად შეწყვიტა, რადგან ერთ-ერთი სავარაუდო პრეტენდენტის, ინდმეწარმე მალხაზ მაღრაძის მიერ წარმოდგენილი ქიმიური სხნარი მწვავე ზემოქმედების შხამად არ მიიჩნია.

თანაც, აღმოჩნდა, რომ „სპეცილურმა სერვისებმა“ პირველად შესყიდვა 33 750 ლარად შეაფასა და ქიმიური ნივთიერებების რაოდენობაც მეტი იყო, კერძოდ 100 ლიტრი სტროპერი, 200 ლიტრი ფედონა და 150 კგ. თუთიის ფოსფიდი. მეორე ტენდერი მხოლოდ 150 კგ თუთიის ფოსფიდის შესყიდვაზე გამოცხადდა და ფასი 11 250 ლარი გახლდათ. მესამედ გამოცხადებული შესყიდვის შედეგად გამარჯვებული ზურაბ სამარჯიშვილი, ამ რაოდენობის პრეპარატის შესყიდვის სანაცვლოდ, 6 747 ლარს მიიღებს.

რატომ შემცირდა თანხასთან ერთად ქიმიური პრეპარატის ოდენობაც და იქნება თუ არა საკმარისი 150 კგ. ხსნარი მთელი ქალაქის დეზიფექციისთვის, „სპეციალურ სერვისებში“ გვპასუხობენ, რომ კონკრეტულად ეს პრეპარატი მრღნელების საწინააღმდეგოდ შეისყიდეს. რაც შეეხება, ქვეწარმავლების დაფრთხობის საშუალებებს, ორგანიზაციის შესყიდვების კოორდინატორის ინფორმაციით, ის გამარტივებული შესყიდვით, მიმდინარე წლის 7 ივნისს შეიძინეს. როგორც აღმოჩნდა, ორგანიზაციას 300 ლიტრი ხსნარის ნაცვლად, 65 ლ. პრეპარატს ინდმეწარმე ვახტანგ მაჭარაძე მიაწოდებს, რაშიც ის 4 875 ლარს მიიღებს.

ვახტანგ მაჭარაძეს „სპეციალური სერვისების“ მიერ გამოცხადებულ იმ ორ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთაც შეწყვეტილის სტატუსი აქვს. თუმცა, პირველ შემთხვევაში ის კონკურენტმა 1 ლარით  აჯობა და ვერც მეორე ტენდერში გაიმარჯვა.

თუ რატომ გახდა აუცილებელი გამარტივებული შესყიდვა 65 ლ. ხსნარის შესაძენად, ორგანიზაციაში ამის მიზეზად ცხელ ხაზზე მოქალაქეების შეტყობინებების მომატებულ რაოდენობას ასახელებენ. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7 ივნისიდან ამ დრომდე სულ 168 შეტყიბინებაა შესული.

რაც შეეხება იმას, ეყოფა თუ არა 65 ლ. ხსნარი მთელი ქალაქის მასშტაბით სამუშაოების ჩატარებას, "სპეციალურ სერვისებში" განმარტავენ, რომ დეზინფექცია ძირითადად, ზახულში, იშვიათ შემთხვევაში კი სექტემბრის დასაწყისში ხორციელდება და მოქალაქეთა შეტყობინებების დასაკმაყოფილებლად ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია.

2017 წელს ორგანიზაციის ყველაზე მსხვილი შესყიდვა 171 000 ლარის ღირებულების იყო. ტენდერი მიმდინარე წლის 23 იანვარს გამოცხადდა. თუმცა, გამარჯვებულთან ხელშეკრულება 168 000 ლარზე გაფორმდა. შპს MJM ერთადერთი კომპანიაა, ვინც ამ ტენდერით დაინტერესდა. მას ამ თანხის სანაცვლოდ ორგანიზაციისთვის მაღალი ხარისხის ბეტონისგან დამზადებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციები უნდა შეესყიდა, მათ შორის სანიაღვრეები, ბორდიურები, ფილები და ა.შ

შპს MJM „სპეციალური სერვისების“ მიერ გამოცხადებულ სხვა ტენდერშიც არის გამარჯვებული. 49 000 ლარის სანაცვლოდ მან ორგანიზაციას 4000 კუბური მეტრის ოდენობის ქვიშა და ღორღი შეუძინა. კომპანიას კონკურენტი არც ამ შემთხვევაში ჰყოლია.

„სპეციალურმა სერვისებმა“, ასევე, ერთ-ერთი მსხვილი ტენდერი სანიაღვრე სისტემებისთვის ცხაურების და ჭის თავების შესყიდვისთვის გამოაცხადა. 290 ცხაურას და 120 სათვალთვალო ჭის ხუფს ორგანიზაცია 160 000 ლარად შპს „იჯიესისგან“ შეიძენს. MJM-ის მსგავსად, ეს კომპანიაც უკონკურეტო გახლდათ.
(არის თუ არა ბევრი 290 ცხაური და 120 ჭა)

მიმდინარე წელს ააიპ „სპეციალურმა სერვისებმა“ სულ 39 ტენდერი გამოაცხადა. რა სტატუსი აქვს თითოეულ მათგანს იხილეთ ფოტოსლაიდში:




რაც შეეხება, 2015-2017 წლების შესყიდვების წლიურ გეგმას, ეს მაჩვენებელი ასე გამოიყურება:



როგორც ინფოგრაფიკიდან ჩანს, "სპეციალურ სერვისების" მიმდინარე წლის შესყიდვების გეგმა, გასულ წელთან შედარებით, ნაკლებია. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს ბიუჯეტის შემცირებამ გამოიწვია. 2017 წელს ქუთაისის მერიის ყველაზე მსხვილი ააიპ დაწესებულების ბიუჯეტი 4 739 000 ლარით განისაზღვრა, გასულ წელს კი 5 300 000 ლარი გახლდათ. "სპეციალურ სერვისებში" ამ დროისთვის 502 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის მეეზოვები, მუშები და მძღოლებიც არიან.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში
რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
13:20 / 18.10.2023
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი -
3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური
მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).
12:22 / 23.01.2023
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი - 3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.