განახლებული პირობები სესხებზე და მეტი შესაძლებლობები მომხმარებლებს (R)
FaceBook
ფინკა ბანკში სიახლეა - მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ განახლებული პირობებით სესხებსა და ანაბრებზე.

ბაზარზე არსებული მოთხოვნის საპასუხოდ, ფინკა ბანკში გაიზარდა უგირავნო სესხის მოცულობა და ყველა ტიპის სესხზე შემცირდა საპროცენტო განაკვეთები.

40 000 ლარამდე სესხის აღება უკვე შესაძლებელია უზრუნველყოფის გარეშე. სესხის მიზნობრიობა არ არის შეზღუდული - მომხმარებლებს შეუძლიათ ფინკა ბანკის სესხი გამოიყენონ როგორც ბინის რემონტისა და საოჯახო ტექნიკის შესაძენად, ასევე სწავლის საფასურის და სხვა პირადი მიზნების დასაფინანსებლად.

უგირავნო სესხები ხელმისაწვდომია მცირე ბიზნესის მქონე პირებისათვის და მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ ახალი დანადგარების და აღჭურვილობის შეძენა, მარაგების შევსება თუ ბიზნესის გაფართოება. საპროცენტო განაკვეთების შემცირების შედეგად, მცირე ბიზნესის მქონე პირებს ეძლევათ კარგი შესაძლებლობა მარტივად და სწრაფად მიიღონ თანხა და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი. რაც შეეხება გადახდის გრაფიკს - მომხმარებლებს თავად შეუძლიათ დაგეგმონ გადახდის გრაფიკი და იგი შემოსავლებს მოარგონ.

კიდევ ერთი სიახლე, გამარტივდა სესხის გაცემის პროცედურა, ფინკა ბანკში 3000 ლარამდე სესხის აღებას 30 წუთი სჭირდება, გაუქმდა მცირე სესხების დამტკიცების საკომისიო - ამჟამად 0 % -ია.

სესხებზე პირობების განახლება, პროცედურების გამარტივება მომხმარებლების მხრიდან წამოსული უკუკავშირის შედეგად განხორციელდა. გიორგი სამადაშვილი, ფინკა ბანკის საოპერაციო დირექტორი ამბობს, რომ ბანკისთვის მომხმარებლის უკუკავშირი პრიორიტეტულია.

„ჩვენ ყოველდღიურად ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს, რომლებიც ჩვენგან აღებული დაფინანსებით ცდილობენ გააუმჯობესონ მცირე ბიზნესი და უკეთესობისკენ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება. სწორედ მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად განხორციელდა რამდენიმე ცვლილება. გავზარდეთ უგირავნო სესხის მოცულობა 40 000 ლარამდე, კიდევ უფრო შევამცირეთ საპროცენტო განაკვეთები, მომხმარებლებს სესხი შეუძლიათ აიღონ ნებისმიერი მიზნობრიობით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა ცვლილება დადებითად აისახება მომხმარებლებზე და მეტად ეფექტურს გახდის მათ საქმიანობას. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, სანამ მიიღებენ გადაწყვეტილებას რომელი საფინანსო ინსტიტუტის საბანკო პროდუქტებით ისარგებლონ, აუცილებლად მიიღონ ინფორმაცია ფინკა ბანკის შემოთავაზების შესახებ, შეადარონ პირობები და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება“.



აღსანიშნავია, რომ ცვლილება შეეხო დეპოზიტებსაც, გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე, ფინკა ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს პაკეტურ შეთავაზებასაც, რომელიც წარმოადგენს პროდუქტების და მომსახურების ერთობლიობას და მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად და მინიმალურ ფასად ისარგებლონ ყველა სერვისითა და პროდუქტით.

ფინკა ბანკი საბანკო პროდუქტების განახლებული პირობების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, მათ შორის სესხზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში, ვებ გვერდის და ასევე, ცხელი ხაზის საშუალებით 24 საათის განმავლობაში - 224 49 49.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში
რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
13:20 / 18.10.2023
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი -
3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური
მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).
12:22 / 23.01.2023
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი - 3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.