"გასხვისებული ქალაქი" - ქუთაისის მერიამ აუქციონზე 3 მილიონამდე ღირებულების ქონება გაყიდა
FaceBook
მერიამ მიმდინარე წლის იანვრიდან ამდრომდე 13 ელექტრონული აუქციონი, 170 ერთეულ ქონებაზე გამოაცხადა. საიდანაც, 63 ერთეული ქონების პრივატიზება მოხდა.



ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს 2 მლნ 529 ათასი ლარის ქონება გაყიდა. ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვა ელექტრონული აუქციონის წესით მოხდა.

მერიამ მიმდინარე წლის იანვრიდან ამდრომდე 13 აუქციონი, 170 ერთეულ ქონებაზე გამოაცხადა. საიდანაც, 63 ერთეული ქონების პრივატიზება მოხდა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე წლის თერთმეტი თვეში პრივატიზებული სამი ერთეული შენობა-ნაგებობიდან 1 მლნ 459, 2 ლარი იქნა მიღებული.

კუპრაძის ქუჩა #79 (48. 12 კვ.მ), ზ. გამსახურდიას გამზირი #21 პირველი შესახვევი #2 (98. 36 კვ.მ) და ვარლამიშვილის ქუჩა #11-ში მდებარე - ეს იმ ობიექტების ჩამონათვალია, რომელიც ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ელქტრონული წესით მიმდინარე წელს გაახვისა. ამათ გარდა, ელექტრონულ აუქციონზე მიმდინარე წელს 60 ერთული მიწის ნაკვეთის გაყიდა.

მერიამ აუქციონზე ყველაზე ძვირად ზ. გამსახურდიას #163 -ში მდებარე შპს "ბომონდის" და პოლიციის შენობის წინ მდებარე 206 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაყიდა. საწყისი ფასი შეადგენდა 18 540 ლარს, საწყის ფასზე ბიჯის დამატება განხორციელდა 232-ჯერ და საბოლოო ფასმა შეადგინა 250 540 ლარი.

###
ადგილობრივ თვითმმართველობაში დადებითად აფასებენ ჩატარებულ  ელექტრონულ აუქციონს და განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს ქონების პრივატიზება წარმატებით ხორციელდება. ქალაქის მერი, შოთა მურღულია ირწმუნება, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების გასხვისება არ ხდება, რომელიც ქალაქისთვის იყოს საზიანო.

განსხვავებული მოსაზრება და შეხედულებები აქვთ ოპონენტებს.

"კარგია, რომ ამდენი თანხა მიიღეს ქონების პრივატიზებიდან. მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს გაყიდული მიწის ნაკვეთები განწირულია დაკონსრვებისთვის. რადგან, წესით ამდენ გაყიდულ მიწის ნაკვეთებზე მშენებლობების ბუმი უნდა იყოს, რასაც ვერ ვხედავთ. გარდა ამისა, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ქუთაისშიც არ არის ბინზესისთვის შესაბიმისი გარემო. მივიღებთ მთელ ქალაქს გაყიდულს, სადაც ინვესტიციები არ განვითარდება ", - ამბობს ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დავით გოგოსვანიძე. მისი თქმით, კარგია როცა ქონების პრივატიზება ხდება. თუმცა, აღნიშნავს, რომ  გასხვისებიდან მიღებული თანხა არ უნა იყოს მხოლოდ ერთჯერადი.

"ერთ დღესაც ამოიწურება გასაყიდი ობიექტები და ბიუჯეტშიც არაფერი შევა. ამიტომაც, იმ გასხვისებულ ობიექტებზე უნდა ხდებოდეს სხვადასხვა კომერციული მშენებლობები, რომელიც ქალაქში ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს", - განმარტავენ "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიაში იმ მიზეზეც საუბრობენ, რაც მათი მართველობის დროს საპრივატიზაციო გეგმის ჩავარდნას იწვევდა.

"პრივატიზებასთან დაკავშირებით გვქონდა ხარვეზები და პრობლემები. ეს იმიტომ რომ არ იყო ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო. ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს პარალამენტთან გავყიდეთ ობიექტი, სადაც ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა აშენებულიყო. მაგრამ მას შემდეგ რაც მოქმედ ხელისუფლებას უნდა პარლამენტის თბილისში გადატანა, იქ სასტუმრო აღარ აშენდება", - განმარტავს გოგისვანიძე. მისი თქმით, ქალაქს არ გააჩნია არანაირი განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც შეიძლება შეთავაზებულ იქნას ინვესტორისთვის.

"საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" იმერეთის წარმომადგენლობაში იწონებენ მერიის მიერ პრივატიზებულ ობიექტებს. ორგანიზაციის  ხელმძღვანელი ლევან ოყრეშიძე ამბობს, რომ სხვადასხვა ობიექტებს ჯობია კერძო სექტორი განაგებდეს, ვიდრე მთავრობა.

"ამიტომაც, კარგია როცა ქონების პრივატიზება წარმატებით ხორციელდება. მაგრამ ამას შეიძლება ქონდეს მეორე, ცუდი მხარე. თუნდაც ის რომ გასხვისებული ობიექტების რაოდენობა ეტაპობრივად რომ შემცირდება, გასხვისებული ობიექტებიდან კომერციული თვალსაზრისით ქალაქმა სარგებელი უნდა მიიღოს. ისე არ უნდა ხდებოდეს, რომ ესა თუ ის ქონება გასხვისდა და მორჩა", - ამბობს ლევან ოყრეშიძე.

ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ქონების პრივატიზების გეგმა 3 მლნ ნახევრით განისაზღვრა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში
რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
13:20 / 18.10.2023
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი -
3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური
მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).
12:22 / 23.01.2023
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი - 3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.