ეკონომიკა
სამკურნალო მცენარეების ქუთაისური საწარმო (ფოტო)
FaceBook
ქუთაისიპოსტი აგრძელებს რუბრიკას - "დამზადებულია ქუთაისში". რუბრიკის ფარგლებში, თვეში ერთხელ, გაგაცნობთ ჩვენი ქალაქის თანამედროვე საწარმოებს.

***
სამკურნალო პრეპარატების მწარმოებელი საწარმო "ფარკონი" ქუთაისში 1997 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის დასახელება ორი სიტყვის "ფარისა" და "კონის" ერთობლიობას წარმოადგენს. მისი ავტორი საწარმოს დამფუძნებელი გახლავთ. მამუკა ალფაიძე განმარტავს, რომ ორივე სიტყვა მათ წარმოებას უშუალოდ უკავშირდება.

"ნედლეული საწარმოში კონებად შეკრული მოდის, სამკურნალო მცენარეები კი ჩვენი ჯანმრთელობის ფარია და ამგვარად მივუსადაგე," - ამბობს მამუკა ალფაიძე.

"ფარკონის" ხელმძღვანელი ინჟინერ მექანიკოსი და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. ამბობს, რომ პირველად სამკურნალო მცენარეებს სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობის პერიოდში გაეცნო, როდესაც კატაბალახას ასაღები მანქანა შექმნა და გამოცადა.

"ფარკონი", დაარსების დღიდანვე, ქუთაისთან ახლოს, გუმათჰესის დასახლებაში მდებარეობს. თავდაპირველად, საწარმოს ძალიან მცირე ფართი ეჭირა და სულ 5 თანამშრომელი ჰყავდა.

"ვაკეთებდით ნედლეულს, ძირითადად, ველურად მზარდ სამკურნალო მცენარეებს, ვამუშავებდით და მთელ პროდუქციას ვაგზავნიდით ექსპორტზე," - ამბობს მამუკა ალფაიძე.



რამდენიმე წლის წინ, "ფარკონის" სამკურნალო მცენარეების ხაზს კიდევ ჩაის და სანელებლების ხაზიც დაემატა.

დღეისათვის კომპანია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ 41 სახეობის სამკურნალო პრეპარატს აწარმოებს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სააფთიაქო ქსელში იყიდება.



ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე წელია გამოჩნდა საწარმოში დამზადებული მოცვის, ასკილის, პიტნის, გვირილისა და კარკადეს ჩაი, აგრეთვე 30-მდე დასახელები სანელებელი ქართული სამზარეულოსთვის. ყველა ეს პროდუქტი 100%-ით ნატურალურია.

როგორც სანელებლები, ასევე ჩაი, ადგილზე "ხომლის" სამარკო ნიშნით იყიდება. მამუკა ალფაიძე ამბობს, რომ ეს სახელწოდება ხვამლის მთის პატივსაცემად შეარჩია, რომელიც საწამოს ზემოდან გადმოჰყურებს.



"ფარკონში" ახლა 17 თანამშრომელი მუშაობს, ბენეფიცირების რიცხვი კი, რომლებიც კომპანიასთან თანამშრომლობენ და მათ ნედლეულს აწვდიან, 500-ს აღემატება. ისინი სამკურნალო მცენარეებს, კენკრასა და ველურ ხილს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სესასბამაისი მეთოდების დაცვით აგროვებენ.

2016 წელს, USAID/REAP-ის პროექტის დახმარებით, კომპანია გადამამუშავებელი და დასაფასოებელი თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა.



1997 წლიდან "ფარკონმა" წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდა. თუ დასაწყისში 20 ტონა პროდუქტს აწარმოებდა, 2016 წლისთვის საწარმოს წლიურმა წარმოებამ 250 ტონა შეადგინა.

პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის, თუმცა მხოლოდ დასაფასოებელი. კომპანიაში განმარტავენ, რომ უცხოურ ბაზარზე შეფუთული ნაწარმის გატანას უფრო მასშტაბური წარმოება სჭირდება.



"ფარკონში" სამომავლო გეგმებზეც საუბრობენ.

"საინტერესო სფეროა სამკურნალო მცენარეებთან ურთიერთობა. სხვადასხვა ფორმით შეიძლება მათი წარმოება, როგორიცაა აბები, კაფსულები. თუმცა, ამას ამ ეტაპზე ვერ შევძლებთ, დრო და ბევრი შრომა ჭირდება," - ამბობს "ფარკონის" ხელმძღავნელი, მამუკა ალფაიძე.

კომპანია აქტიურად მონაწილეობს საქართველოში დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც თბილისში ყოველწლიურად იმართება. "ფარკონი" ამ ღონისძიებისთვის წელსაც ემზადება. ასევე, გასულ წელს, კომპანიის ნაწარმი რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაზეც წარადგინეს.



გაიცანით რუბრიკის ,"დამზადებულია ქუთაისში" ფარგლებში მომზადებული, სხვა ადგილობრივი საწარმოები:

"კორდი" - ქვის ინოვაციური საწარმო ქუთაისში


პურის სახლი ქუთაისში, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პურს ხორბლის ქართული ჯიშებისგან აცხობენ

ყველაზე ტკბილი საწარმო ქუთაისში - "ელვა"

"ავანგარდი" - რძის პროდუქტების ქუთაისური ბრენდი

CRP WOOD - ხის ინოვაციური ქარხანა ქუთაისში

ქუთაისური "ცისარტყელა" – ფეხსაცმლის საწარმო 26 წლიანი გამოცდილებით

“ექსთრა მითი“ - ქუთაისური პროდუქცია საქართველოს მასშტაბით

რკინის დიზაინი - ქუთაისური საწარმოს 8 წლიანი ისტორია

ქუთაისში შეკერილი ტანსაცმელი, რომლითაც ევროპასა და აზიაში იმოსებიან

FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:31 / 22.03.2018
"10 წელიწადში ბიტკოინი ერთიანი მსოფლიო ვალუტა გახდება," - ამის თაობაზე  გენერალური დირექტორმა  ჯეკ დორსმა განაცხადა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გასულ წელს საქართველოდან, ბოლო 30
წლის განმავლობაში, რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული.
15:59 / 04.01.2018
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გასულ წელს საქართველოდან, ბოლო 30 წლის განმავლობაში, რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული.

დღის სიახლეები
13:47 / 26.04.2019
2 მაისს ქუთაისში მწერალი გურამ დოჩანაშვილი ჩამოვა.
17:01 / 25.04.2019
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი დაიკითხება.
14:50 / 25.04.2019
ქუთაისიპოსტის სტუდია გთავაზობთ  მორიგი გადაცემის  ჩანაწერს. ქალაქში საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია.
13:21 / 25.04.2019
ქუთაისში ორმაისობის დღესასწაულზე 20-ზე  მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი.
12:17 / 25.04.2019
„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე საპარლამენტო უმრავლესობს წევრებთან ერთად სოფელ როდინაულის,  ცხენთაროს და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა.
12:05 / 25.04.2019
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის პროგრამა „კორპუსი“ გაუქმდა და მუშაობას  შეცვლილი სახელწოდებით გააგრძელებს.
11:37 / 25.04.2019
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში სასაფლაოების მიმართულებით საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.
17:29 / 24.04.2019
ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.