რეკლამა
გიორგი კვირიკაშვილმა გორში შიდა ქართლის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა (R)
FaceBook
პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა გორში, შიდა ქართლის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
მმართველი პარტიის სახელით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, შიდა ქართლში მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს.
კასპის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი მანუჩარ მერებაშვილი იქნება, გორში -კონსტანტინე თავზარაშვილი, ქარელში - ზაზა გულიაშვილი, ხოლო ხაშურში - გიორგი გურასპაშვილი.

როგორც პრემიერმა კანდიდატების წარდგენისას აღნიშნა, თვითმმართველობის სისტემა საშუალებას იძლევა, რომ ყველა საკითხი, პრიორიტეტების მიხედვით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ხალხის გადაწყვეტილებით მოგვარდეს.
"ამიტომაც, არჩევნებში, ჩვენ უნდა ავირჩიოთ პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანები, რომლებმაც იციან თქვენი პრობლემები და გული შესტკივათ თქვენზე", - მიმართა ამომრჩეველს გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატები უკვე წარადგინა იმერეთში, კახეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.