რეკლამა
კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხვალინდელი თბილისი უფრო მოწესრიგებული და კომფორტული იყოს (R)
FaceBook
"თვითკმაყოფილები არ ვართ და გვესმის, რომ უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი. იმის ილუზია არ გვაქვს, რომ 4 წლის განმავლობაში ყველაფერს მოვაგვარებთ, რადგან ისინი 20-25 წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემებია. რითაც შეგვეძლო, დავამახინჯეთ ჩვენი დედაქალაქი. თუ დღეს და ხვალ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, მერწმუნეთ, რომ შეუძლებელი იქნება ქალაქის წინსვლა და განვითარება. ჩვენი შვილებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხვალინდელი თბილისი უფრო მოწესრიგებული და კომფორტული იყოს" - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ნუცუბიძისა მიკრორაიონებისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრებისას გააკეთა.

კახა კალაძე ამომრჩეველს ქალაქის პრობლემების მოგვარების რეალურ გზას სთავაზობს - სპეციალისტების მიერ შემუშავებულ 7 პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.
"ამ ყველაფრის შედეგიანობისთვის კი გვაქვს მეშვიდე - მართვის პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს გადაწყვეტილებების მიღებაში მეტ ოპერატიულობას, ბიუროკრატიის შემცირებას და მოქალაქეების ჩართულობის გაზრდას" - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

შეხვედრებს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ხუციშვილი და კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.