რეკლამა
ოზურგეთის მერობის კანდიდატი მოჭიდავეებს შეხვდა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე სპორტის განვითარების ცენტრში, ქართველ მოჭიდავეებს შეხვდა.

მერობის კანდიდატთან ერთად, სპორტსმენებს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე შეხვდა და აღნიშნული სფეროს მიღწევებზე ისაუბრა.

"დღეს შესანიშნავი შეხვედრა შედგა. მოჭიდავეთა მხარდაჭერას ძალიან ვაფასებ. ოზურგეთი სპორტის ამ სახეობაში წარმატებებით ნამდვილად გამოირჩევა. ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით თქვენს თანადგომას და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე გაგრძელდება", - განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.

შეხვედრას ასევე, პრეზიდენტის რწმუნებული გურიის მხარეში მერაბ ჭანუყვაძე, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი დავით გრძელიშვილი, მსოფლიო ჩემპიონი მუხრან ვახტანგაძე და "ფალავანთა კლუბის" დირექტორის მოადგილე ავთო თავაძე ესწრებოდა.

"სპორტული საზოგადოება ბეგლარ სიორიძის მხარდასაჭერად გაერთიანდა. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რას აკეთებდა და აქედან გამომდინარე, რას გააკეთებს იგი ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, მოჭიდავეთა ოჯახი იდგა და დღესაც დგას ბეგლარ სიორიძის გვერდით", - აღნიშნა მუხრან ვახტანგაძემ.

ოზურგეთის მერობის კანდიდატმა მოჭიდავეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.