რეკლამა
კახა კალაძე: „ქალაქი უნდა განვითარდეს, აშენდეს სწორად და თანმიმდევრულად“ (R)
FaceBook
კახა კალაძე გლდანის მეშვიდე, მეხუთე, მესამე და პირველი მიკრორაიონების მოსახლეობას შეხვდა და თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეკოლოგიური გაუმჯობესების გზებზე, სოციალურ საკითხებზე, ტრანსპორტის განვითარებასა და ქაოტური მშენებლობების აღკვეთის ღონისძიებებზე ისაუბრა. 

კახა კალაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ძველი რადიოქარხნის ტერიტორიაზე რადიოქალაქის მოწყობაზე, რომელშიც სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, გასართობი ინფრასტრუქტურა და სარეკრეაციო ზონები განთავსდება.
მოსახლეობასთან შეხვედრისას, თბილისის მერობის კანდიდატმა გაიხსენა გლდანის პირველი მიკრორაიონის ერთ-ერთ სპორტულ მოედანზე დაგეგმილი მშენებლობა და განაცხადა, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ სამშენებლო კომპანია სანაცვლო ადგილით დაკმაყოფილდეს, ხოლო სპორტული მოედანი რეაბილიტირდება და კეთილმოეწყობა.

"ჩვენ არ ვართ მშენებლობის წინააღმდეგი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არც ერთ სკვერში, პარკში, სპორტულ მოედანზე და საზოგადოებრივ სივრცეში საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება. ქალაქი უნდა განვითარდეს, აშენდეს, თუმცა სწორად, ხარისხიანად და თანმიმდევრულად" - განაცხადა კახა კალაძემ.
შეხვედრას კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ლევან კობიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ გრიგოლია ესწრებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.