რეკლამა
ირაკლი აბუსერიძე და ზურაბ ქადაგიძე ვაზისუბნის მაცხოვრებლებს შეხვდნენ (R)
FaceBook
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ისნის რაიონის მერვე ოლქში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ქადაგიძე ვაზისუბნის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.

"2012 წელს ქართველმა ხალხმა არჩევანი უკვე გააკეთა ქვეყნის განვითარების და თავისუფლების სასარგებლოდ. "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" არის ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი მონაპოვარი არის სიტყვის თავისუფლება, ხოლო მთავარი ღირებულება ადამიანია. ჩვენი პრიორიტეტია თავისუფლება, სწრაფი განვითარება, სოციალური კეთილდღეობა, ახალგაზრდების ღირსეული განვითარებისთვის და წინსვლისთვის შესაფერისი გარემოს შექმნა. ჩვენი გუნდი კვლავ იღებს პასუხისმგებლობას, რომ საქართველო იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა. ამ არჩევნებში თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. 8 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. მე მჯერა თქვენი და ვიცი, რომ მხარს დაუჭერთ თავისუფლებას, კეთილდღეობას, ქვეყნის ნათელ მომავალს და სწრაფ განვითარებას," - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

შეხვედრას ესწრებოდა დედაქალაქის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე, რომელმაც კანდიდატებს წარმატებები უსურვა და მოსახლეობას მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.