რეკლამა
გელა სამხარაული და ალექსანდრე ჯეჯელავა საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული და საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ.

ალექსანდრე ჯეჯელავამ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და ისაუბრა იმ სიახლეებზე, რასაც განათლების სისტემის რეფორმა ითვალისწინებს.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავუბრუნოთ პედაგოგის პროფესიას დაკარგული ღირსება და პრესტიჟი. პროფესიული განვითარების სქემას უნდა ჰქონდეს არა სადამსჯელო ფუნქცია, არამედ უნდა ემსახურებოდეს პედაგოგთა ავტორიტეტის აღდგენასა და მოტივაციას, რომ მეტად იმუშაონ საკუთარ პროფესიულ უნარებზე და კვალიფიკაციის ამაღლებაზე", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

საუბარი შეეხო, აგრეთვე, პედაგოგათა ანაზღაურების სისტემას, დაწყებითი განათლების საფეხურზე ნულოვანი კლასისა და გახანგრძლივებული სწავლების შემოღებას, პედაგოგთა ასაკობრივ ზღვარს. ითქვა, რომ მასწავლებლის სკოლაში მუშაობა ასაკით არ უნდა განისაზღვროს, მთავარი კრიტერიუმი პედაგოგის კვალიფიკაცია უნდა იყოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.