რეკლამა
მაღალმთიანი სოფლების ნუსხას ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დაემატება (R)
FaceBook
მიმდინარე წლის ბოლომდე, მაღალმთიანი სოფლების ნუსხას კიდევ ორი - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი საკირე და ტაძრისი დაემატება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ბორჯომის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ზურაბ ალავიძემ შეხვედრაზე, რომელიც პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომის მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიას მხარდასაჭერად გაიმართა, მუნიციპალიტეტის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა და მმართველი გუნდის კანდიდატს წარმატება უსურვა.

"დღეს შევიკრიბეთ ის ადამიანები, ვისაც გვწამს და გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და მუშაობით, ულამაზეს მხარეს - ბორჯომს განვავითარებთ. ბორჯომი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი თვალსაჩინო სავიზიტო ბარათი, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. მთლიანად ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურა გვაქვს მოსაწესრიგებელი, თუმცა ეს ყველაფერი რომ გავაკეთოთ, ერთად უნდა ვიმუშაოთ", - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

რეგიონული განვითარების მინისტრმა ბორჯომში დაგეგმილ ინფრასტრუტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას მუნიციპალიტეტის აღმშენებლობის პროცესში აქტიური ჩართულობა სთხოვა.

"მინდა მოგიწოდოთ, რომ მერობის არჩევნებში მხარი "ქართული ოცნების" კანდიდატს დავუჭიროთ და მასთან ერთად ვიმუშაოთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმშენებლობისთვის. ბორჯომის 24 სოფელი მაღალმთიანი სტატუსით უკვე სარგებლობს, რომელთაც კიდევ ორი - სოფელი საკირე და ტაძრისი დაემატება. აღნიშნული სოფლები მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში წლის ბოლომდე შევლენ და იმ შეღავათებით ისარგებლებენ, რომელიც მთავრობამ მათთვის დააწესა", - აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.

ბორჯომის მერობის კანდიდატის მხარდამჭერ შეხვედრას ასევე, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.