რეკლამა
მამუკა მდინარაძე: საქართველოში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება ისე არასდროს ყოფილა დაცული, როგორც ახლაა (R)
FaceBook
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მარტვილის მერობის კანდიდატ ალექსანდრე გრიგალავას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წარმატებას უსურვებს და მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში, ადგილობრივი ამომრჩევლისა და პარტიის ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა.

"მინდა, ალექსანდრე გრიგალავას წარმატება ვუსურვო. ჩვენს ქვეყანაში, პრობლემები კვლავ რჩება, რომელიც ეტაპობრივ გადაწყვეტას საჭიროებს, თუმცა ამისთვის ყველანი უნდა გავერთიანდეთ. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწევთ და ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად შევძლებთ, რომ მარტვილი ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტი იყოს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე მსოფლიო ეკონომიკურიფორუმის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მაჩვენებელი 37პუნქტით გაუმჯობესდა, რაც მდინარაძის თქმით, იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა.

"ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში - უსაფრთხო, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე თითოეულ მოქალაქესთან მიმართებაში. საქართველოშითითოეული მოქალაქის უსაფრთხოება ისე არასდროსყოფილა დაცული, როგორც ახლაა. ამას ეს ახალი კვლევაც მოწმობს", - აღნიშნა მდინარაძემ ამომრჩეველთან შეხვედრაზე.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერები დღეს, ქუთაისის შემდეგ, მარტვილში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას, რომელიც მარტვილის მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად გაიმართა, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.