რეკლამა
კახა კალაძე: გიორგი ჭიღვარიას ერთიანი გუნდი და თითოეული ქუთაისელის თანადგომა სჭირდება (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე ქუთაისის მერობის კანდიდატ გიორგი ჭიღვარიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წარმატებას უსურვებს და ამომრჩეველს მმართველი გუნდის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ კახა კალაძემ ქუთაისელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც რეგიონში არსებული გამოწვევების დაძლევის საკითხში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი არჩევნების მეორე ტურია, რომელიც ქუთაისში გაიმართება. ქალაქშიბევრი კარგი საქმე გაკეთდა და ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, თუმცა არ იფიქროთ, რომ ჩვენ თვითკმაყოფილები ვართ. კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც ქვეყანაშია და რომელიც ქუთაისს აწუხებს. შესაბამისად, მომდევნო ოთხი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ იმ პრობლემების მოგვარება შევძლოთ, რომელიც ქუთაისელებისთვის აქტუალურია", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქუთაისის მერობის კანდიდატი კარგი თანემებრძოლია, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თითოეული ქუთაისელის თანადგომა სჭირდება.

"მთელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ადამიანი მარტო ვერაფერს გააკეთებს. მას ერთიანი გუნდი და თითოეული ქუთაისელის თანადგომა სჭირდება. ერთად უნდა შევეჭიდოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ქუთაისისთვის აქტუალურია. მჯერა, რომ ერთად გავიმარჯვებთ", - მიმართა პარტიის გენერალურმა მდივანმა ქუთაისელ ამომრჩეველს.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერები გიორგი ჭიღვარიას მხარდასაჭერად, დღეს ქუთაისში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას, რომელიც ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, ასევე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გივი ჭიჭინაძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.