ვიდეო
ჰაერის დაბინძურების ცხელი წერტილი ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს გამოკვლევების თანახმად, ქუთაისში, ყველაზე მეტად ჰაერი ჰაერი ჭავჭავაძის გამზირზე ბინძურდება.

დაბინძურებული ჰაერი კი ექიმების თქმით, ისეთ საშიშ დაავადებას იქევევს როგორიც ფილტვის კიბოა.

"აზოტის დიოქსიდი აღიზიანებს სასუნთქი სისტემას, ასევე ფილტვების ქსოვილს, რამაც შეიძლება ფილტვის სიმსივნე გამოიწვიოს" - ამბობს ექიმ - რენტგენოლოგი შორენა ჯანაძე.

ქუთაისში ადგილობრივების ნაწილი გამონაბოლქვს, ძველ ავტომობილებს, ხოლო ნაწილი კი უხარისხო საწვავს უკავშირებენ, ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:



საწვავის უხარისხობით ჰაერის დაბინძურების რისკს გამორიცხავენ საქართველოს ნავთობიმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციაში.

მათი თქმით, ასოციაციის მხრიდან აქტიურად ხდება საწვავის მონიტორინგი, რის ფონზეც ბოლო ორი წლის მანძილზე უხარისხო საწვავი არ გამოვლენილა.

"უხარისხო საწვავის გაყიდვისთვის, კომპანია 8 ათასი ლარიდან ჯარიმდება, ამიტომ ყველა ერიდება ასეთი საწვავის რეალიზაციას," - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა მთვრალაშვილი.

მისივე თქმით, ჰაერის დაბინძურება, ძირითადად გაუმართავი მანქანების მიზეზით ხდება. რადგან ძველი ავტომობილი საწვავის სწორად წვას ვერ უზრუნველყოფს და გამონაბოლქვს გამოჰყოფს. აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზა, მისივე აზრით, ავტომობილების ტექ-დათვალიერების შემოღებშია.

2016 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰაერის დაბინძურების ახალი მაჩვენებელი გამოაქვეყნა: როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში ამ მიზეზს ყოველწლიურად 6.5 მილიონი ადამიანი ეწირება.

კვლევების მიხედვით გამოვლინდა იმ ქვეყნების სია, რომლებშიც ჰაერით დაბინძურების გამო სიკვდილიანობა მაღალ ნიშნულს უახლოვდება. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, საქართველო ამ სიაში პირველ ადგილს იკავებს. შემდეგ ადგილებს ბულგარეთი, ჩინეთი, ინდოეთი და უნგრეთი ინაწილებენ. 27-ე ადგილას ამერიკა იმყოფება.

საქართველოში 930 000 ავტომობილია რეგისტრირებული. თუმცა, დღესდღეობით საქართველოში ამ მანქანების შემოწმებას არავინ არ ატარებს.


Print