ვიდეო
როგორ აფასებენ ქუთაისელები "ნაციონალების" მიერ მეორე ტურის ბოიკოტირებას - გამოკითხვა (ვიდეო)
FaceBook
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა. პარტია უარის მიზეზად არასათანადო საარჩევნო გარემოს ასახელებს, რაც მათი თქმით,  მეორე ტურის წინ კიდევ მასშტაბური უფრო  იქნება.

მათი გადაწყვეტილების მიუხედავად, ქალაქებში, სადაც პარტიის მერობის კანდიდატები მეორე ადგილზე გავიდნენ, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც იქნებიან წარმოდგენილი.

როგორ აფასებენ ქუთაისში "ნაციონალების" მიერ მეორე ტურის ბოიკოტირებას, სადაც მერობისთვის პარტიის სახელით გრიგოლ ვაშაძეს უნდა ებრძოლა, ნახეთ ქუთაისიპოსტის ვიდეოგამოკითხვა:



ცესკოს მონაცემებით, ქუთაისის მერობის კანდიდატებს შორის "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგიჭიღვარიაა, რომელმაც ხმების 48.66% დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა,  თუმცა, შედეგების მიხედვით გიორგი ჭიღვარიამ 50%–იანი ბარიერი ვერ გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისში სავარუდოდ მეორე ტური დაინიშნება.

ეკა კუხალაშვილი
Print