ვიდეო
სოციალური საცხოვრისში შესახლებულები და მის გარეშე დარჩენილები (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში 84 უსახლკარო ოჯახს სოციალურ საცხოვრისში ბინები, მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს გადასცეს. 

შეფასების წესის საფუძველზე, არსებული ფორმულის შესაბამისად, აქცენტი 57 000 სარეიტინგო ქულას, ოჯახში შშმ პირების არსებობასა და არასრულწლოვანი ბავშვების რაოდენობაზე გაკეთდა.

ბენეფიციარები საცხოვრისში ხუთწლიანი სარგებლობის უფლებით შესახლედნენ. ხუთი წლის შემდეგ კი, მათი მდგომარეობა ისევ გადაიხედება.

ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯა, მიმდინარე წელს კი ამ მიზნით ბიუჯეტში დამატებით 1 500 000 ლარის გათვალისწინება მოხდა.

Print