ვიდეო
იცნობთ თუ არა ქუთაისის მერობის კანდიდატებს - გამოკითხვა (ვიდეო)
FaceBook
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის. მათ უკვე წარადგინეს საკუთარი გუნდი და საარჩევნო პროგრამა. ისინი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში  ხვდებიან ამომრჩევლებსაც.

იცნობენ თუ არა ქუთაისში მცხოვრებლები თავიანთი ქალაქის მერობის კანდიდატებს და თავად კანდიდატებმა დაამახსოვრეს თუ არა მათ თავი, ნახეთ ქუთაისიპოსტის ვიდეოგამოკითხვა:




ქუთაისის მერობის კანდიდატები:


1. "შენების მოძრაობა" – ალუდა გოგლიჩიძე 

2. "გიორგი ვაშაძე ერთობა ახალი საქართველო" – ზვიად ბაღდავაძე

3. "პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან მოურავი–ირმა ინაშვილი" – გრიგოლ ბახტაძე

4. "საქართველოს ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი" – სამსონ გუგავა 

5. "ქართული ოცნება" – გიორგი ჭიღვარია 

6. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – გრიგოლ ვაშაძე 

7. "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო"– გიორგი წულაია

8. "ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართელო" - დავით გოგისვანიძე 

9. "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" – აკაკი ლოლომაძე

მერობის კიდევ ერთმა კანდიდატმა,  "ახალი ქრისტიან–დემოკრატებიდან"  გიორგი გოგელაშვილმა,  არჩევნებამდე 14 დღით ადრე კანდიდატურა მოხსნა.




რეზი ბურჯანაძე
Print