ვიდეო
"გამართლება ჯერ არ ჩანს, ველოდებით" - ვიდეოგამოკითხვა ხონიდან
FaceBook
ხონის მოსახლეობა 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უიმედო განწყობით ხვდება.

მათი უმრავლესობა თვლის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქალაქში არაფერი შეცვლილა, ამიტომ განსაკუთრებულს არც მოახლოებული არჩევნებიდან ელოდებიან.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხონში მთავარი პრობლემა უმუშევრობა და სოციალური მდგომარეობაა. მოსახლეობა, ასევე მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე საუბრობს.

თუმცა, ზოგიერთი ადგილობრივის აზრით, გასული თვითმმართველობის არჩევნებიდან ხონში ბევრი რამ გაკეთდა, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და გალამაზდა ქალაქის ცენტრი.

როგორია ადგილობრივების შეფასება და რა მოლოდინი აქვთ მათ თვითმმართველობის არჩევნებისგან, ნახეთ ვიდეოგამოკითხვა:




ამავე თემაზე:


"არ არის ისეთი,წინასაარჩევნო განწყობა სხვა დროს რომ იყო" - ვიდეოგამოკითხვა საჩხერიდან

"ხალხისთვის სასიკეთო არაფერია" - ვოდეოგამოკითხვა წყალტუბოდან

"შეცვლა გვინდა რაღაცის, მაგრამ არ შეიცვალა" - ვიდეოგამოკითხვა ვანიდან

"არ წავალთ არჩევნებზე " - ვიდეოგამოკითხვა ტყიბულიდან

Print