ვიდეო
"ორი მცირეწლოვნის დედა ვარ და ვითხოვ თავშესაფარს" - ადამიანები საკუთარი ისტორიებით (ვიდეო)
FaceBook
ადამიანები ქმნიან ისტორიას. ეს ყოველთვის არაა გმირების ისტორია, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს გააჩნია საკუთარი პატარა ამბები, რომელშიც ის გმირია. ქუთაისიპოსტი რიგით გმირებს აქცევს საკუთარი ობიექტივის ქვეშ. სადაც ისინი საკუთარ ისტორიას თვითონ გვიამბობენ.

ქუთაისიპოსტი გთავაზობთ თვეში ერთხელ, რუბრიკას - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით", რომლის მორიგი სტუმარი, აფხაზეთიდან დევნილი ხათუნა საჯაიაა.

ხათუნა საჯაია ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუთაისში, გამარჯვების ქუჩაზე, ნაქირავებ სახლში ცხოვრობს. მას შემდეგ რაც ბინის ქირის თანხის გადახდა ვერ შეძლო ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა.

თითქმის 6 თვეა ხათუნა საჯაია და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი, სამინისტროს მიერ დარიცხული 300 ლარის იმედად ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ამ თანხით ის შვილების გამოკვებას, კომუნალური გადასახადების დაფარვას და ბინის ქირის გადახდას ძლივს ახერხებს. ხათუნა საჯაია, მიმდინარე წლის სექტემბერში ახალ ბინაში გადასვლას ელოდა. თუმცა,  მას განუცხადეს, რომ ბინის მისაღებად საკმარისი ქულების დაგროვება ვერ შეძლო. რადგან სოცილური დახმარება სხვა მისამართზე ერიცხებოდა.


ნახეთ ხათუნა საჯაიას ადამიანური ისტორია ვიდეოსიუჟეტში:



ამავე თემაზე:


"ადამიანები საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო) - ეთერ სიდიანი

"გაჭირვებაში დიდი ხანია ვარ, მაგრამ არ ვაღიარებდი" - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო)

"მინდა საქართველოში აქტიური ახალგაზრდობა იყოს" - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო)

"დანებებას არ ვაპირებ" - ქუთაისელი ახალგაზრდა მესამე დღეა შიმშილობს

Print