ვიდეო
100%-იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები ქუთაისიდან (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე წელს ექვსი 100 %-იანი გრანტის მფლობელი სტუდენტი ჩაირიცხა.



რეზო კვირიკაშვილი, მარიამ სურმავა, მამუკა ბჟალავა, ანა ხელაძე, დავით ქურციკიძე და კესო მურცხვალაძე - ამ სტუდენტებმა წერეთლის უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტი მოიპოვეს.

2016 წელს სრული დაფინანსება 9 სტუდენტმა მიიღო. ამავე უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი ღავთაძის შეფასებით გრანტოსანი სტუდენტები სასწავლებლისთვის ერთ-ერთი საამაყო მომენტია. მისი თქმით, 50-იანი, 70-იანი და 100%-იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები მიმდინარე წელს მათ უნივერსიტეში დაახლოებით, 170-ია.
Print