საზოგადოება
მოშლილი ინფრასტრუქტურა ქუთაისის "განახლებულ" ტრანსპორტში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტის 18 ხაზზე კონკურსის ჩატარებიდან მალევე, რომლის ერთ-ერთი პირობა მანამდე არსებული სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესებულით ჩანაცვლება იყო, კონკურსგავლილ  ხაზებზე ავტობუსების და მიკროავტობუსების ნაწილი კვლავ სავალალო მდგომარეობაშია.
მათი ნაწილი დღემდე დაზიანებული სავარძლებით და მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურით გადაადგილდება. 

ქუთაისის მერიაში ირწმუნებიან, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქალაქო ტრანსპორტი 17 საავტობუსო და მიკროსაავტობუსო ხაზზე გაუმჯობესდა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ასევე, ამბობენ, რომ მოხდა არამხოლოდ ინფრასტრუქტურის განახლება, არამედ, შემცირდა მათი საშუალო ასაკი.

სინამდვილეში როგორ გამოიყურება ის ტრანსპორტი, რომლებზეც ქალაქის ხელისუფლება ამბობს, რომ მნიშვნელოვნად განახლდა.
ნებართვები ძირითადად 2015-2016 წლებშია გაცემული.



ქუთაისის მერიამ საქალაქო ტრანსპორტის 18 ხაზზე კონკურსი 2015 წლის გაზაფხულზე გამოაცხადა. კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობა ტექნიკურად გამართული და  ინფრასტრუქტურულად განახლებული სატრანსპორტო საშუალებები  იყო. ახალი ნებართვები ახალი პირობებით ქუთაისის მერიამ სწორედ მაშინ გასცა.

გადამზიდავი კომპანიების ნაწილს ადგილობრივ თვითმმართველობასთან დღემდე დროებითი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, უმრავლესობას კი  ნებართვის ვადა 2019 წელს ეწურება. 2020 წლამდე აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული N 23, 23ა, 31 და 38 სვლაგეზების მფლობელ კომპანიებს.

ქუთაისში სულ 10 საატობუსო და 34 მიკროსაავტობუსო ხაზია, რომლებსაც 18 კომპანია მართავს.
Print