ვიდეო
ბორის გაპონოვი - „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი და „უჩინარი“ მთარგმნელი (ვიდეო)
FaceBook
ვეფხისტყაოსნის თარგმანთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, თარგმანის მაღალი ხელოვნების ნიმუში - ეს შეფასებები ბორის გაპონოვის მიერ ივრითზე თარგმნილ "ვეფხისტყაოსანს" ერგო.

ისინი სხვადასხვა დროს გამოთქვა, სხვადასხვა ცნობილმა მწერალმა და მთარგმნელმა.

ბორის გაპონივმა ივრითი რაბინი ბაბუადან ისწავლა ევპატორიაში, სადაც იგი მეორე მსოფლიო ომამდე მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ომის დროს საქართველოში მოუწიათ გადმოსვლა და ქუთაისში დასახლება. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. მთარგმნელობითი საქმიანობა 1960-იან წლებში დაიწო სპეციალური განათლების მიღების გარეშე. .თარგმნიდა რუსულ, ქართულ და ებრაულ ენებზე. 1969 წელს ისრაელში გამოქვეყნდა მის მიერ თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი". მომდევნო წელს ამ თარგმანისთვის მიენიჭა შ. ჩერნიხოვის პრემია.
1971 წელს იგი ისრაელში გაემგზავრა, სადაც ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა 38 წლის ასაკში.



Print