ვიდეო
ვინ არის ქუთაისის მერი? - გამოკითხვა "ქუთაისიპოსტი" (ვიდეო)
რამდენად იცნობენ ქუთაისელები არჩეულ მერს - ამის შესახებ "ქუთაისიპოსტმა" გამოკითხვა გააკეთა.
ქუთაისში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 40 ადამიანი გამოკითხა.

"რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის მერი. ხალხისთვის მაინც არცერთი არ არის", - ნახეთ ვიდეო გამოკითხვა - ვინ არის ქუთაისის მერი? :




ქუთაისის მერად შოთა მურღულია 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად იქნა არჩეული. თუმცა, ქალაქის პირველ პირად ის არჩევნებამდე დაინიშნა. თვითმმართველობის არჩევნებამდე მურღულია მერის მოვალეობის შემრულებად იქნა დანიშნული.

ბაია მიქაბერიძე
Print