ვიდეო
საჯარო სკოლები ახალ სასწავლო წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებით შეხვდება (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ახალი სასწავლო წლისთვის აქტიური სამზადისის მიუხედავად, ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეებს გარემონტებული საკლასო ოთახები, ზოგან კი რეაბილიტაციის პროცესში მყოფი შენობა ელოდებათ.

რა ეტაპეა სარეაბილოტაციო სამუშაოები  სწავლის  დაწყებამდე ერთი დღით ადრე ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:



ქუთაისის #23-ე  საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ელექტრონული ტენდერი( 170006722) მიმდინარე წლის 10 მაისს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა.

602, 537  ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვაში, ამ საჯარო სკოლის რეაბილიტაციასთან ერთად, სოფელ მუხიანის და ფარცხანაყანევის მეორე საჯარო სკოლების სამშენებლო სამუშაოებიც იყო გათვალისწინებული. ტენდერში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ მიიღო.  სააგენტომ კი, ხელშეკრულება  ივლისს შპს "მგმ"-მთან  გააფორმა, რომელმაც სკოლების რემონტის სანაცვლოდ განსაზღვრულზე 120 507 ლარით ნაკლები მოითხოვა.

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები 70 კალენდარულ დღეში ანუ 10 ოქტომბრს უნდა დაასრულოს. 



Print