ვიდეო
ბინებით დაკმაყოფილებული და მის გარეშე დარჩენილი დევნილების საცხოვრებელი პირობები (ვიდეო)
FaceBook

წყალტუბოში მცხოვრები ქარდავების ოჯახი დევნილთა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბინით არ დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გაასაჩივრებენ.


დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქარდავებს, მიმდინარე წელს ბინით დაკმაყოფილებაზე უარი იმ მიზეზით ეთქვათ, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრს ფართით უზრუნველყოფის მიზნით სხვა განაცხადიც უფიქსირდებოდა.

უწყების ოფიციალურად დასახელებული მიზეზის პარალელურად, ქარდავების ოჯახის წევრები განმარტავენ, რომ დევნილთა სამინისტროს მიერ ბინების დანაწილება უსამართლოდ მოხდა, რადგან პრიორიტეტი ნგრევად ობიექტში მცხოვრებლებისთვის უნდა მიენიჭებიათ. ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:





ქუთაისში 429 დევნილი ოჯახი აღმაშენებლის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარედ აშენებულ კორპუსებში 2017 წლის სექტემბერის ბოლოს გადანაწილდებიან.

დევნილთა ადგილობრივ სამმართველოში აცხადებენ, რომ ბინები სამართლიანად გადანაწილდა და პრიორიტეტი იმ ოჯახებზე გაკეთდა, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ.


ამავე თემაზე:


18 ოჯახი ნგრევად ობიექტში - რა პირობებში ცხოვრობენ დევნილები (ფოტო)

"გვენგრევა თავზე საცხოვრებელი" - წყალტუბოში ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილები შენობას ექსპერტიზას ჩაუტარებენ


ქუთაისში 429 დევნილ ოჯახს ბინები გაუნაწილეს
Print