ვიდეო
რა სტატუსი და ფუნქცია განავითარებს ქუთაისს - ხედვა სამზარეულოდან (გადაცემა)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" გთავაზობთ გადაცემის "ხედვა სამზარეულოდან" მორიგ ჩანაწერს.

გადაცემის მიზანია გავიგოთ, რას ფიქრობენ რიგითი ადამიანები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.

"ხედვა სამზარეულოდან" გულისხმობს სხვადასხვა ასაკისა და საქმით დაკავებული ქალბატონის ჩართვას, ისინი სტუდიაში სკაიპის მეშვეობით გვესაუბრებიან.

რატო ქალები? - საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ქალის როლი სამზარეულოში და ოჯახზე ზრუნვით შემოიფარგლება და მათი შეხედულებები ატუალურ საკითხებზე ნაკლებად ჩანს. ამიტომ, გამომდინარე იქედან რომ ნესმიერი ასაკის და გენდერული ნიშნის მიუხედავად, ჩვენთვის ყველა ადამიანის აზრი მნიშვნელოვანია, გადავწყვიტეთ, რომ ამ გადაცემის ყველა სტუმარი ქალი იქნება.

სწორედ მათი ხედვა სამზარეულოდან შესაძლოა ყველაზე საინტერესო აღმოჩნდეს.

მორიგი გადაცემის თემაა ქუთაისის სტატუსი. რა ფუნქცია აქვს რეალურად ქუთაისს საპარლამენტო სტატუსის ფონზე და რას მოუტანს მას საუნივერსიტეტო ქალაქად გადაქცევა? რა რესურსი აქვს განვითარებისთვის და რაში ხედავენ გამოსავალს მოქალაქეები - აღნიშნულ საკითხებზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები, ხელოვნებთმცოდნე, მხატვარი ქრისტინე რობაქიძე დაგანვიტარებისა და მიგრაციის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ლელა სებუა.




Print