ვიდეო
ტურისტებისთვის მეტი, ადგილობრივებისთვის ნაკლები - რა ღირს ტურისტულ ადგილებში შესვლა (ვიდეო)
FaceBook

იმერეთში და ზოგადად, საქართველოში დაცულ ტერიტორიებზე ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის განსხავებული ფასი მოქმედებს.
მაგალითად, სათაფლიის მღვიმეში შესვლა სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის 15 ლარი ღირს.

ზრდასრული, საქართველოს მოქალაქეებისთვის შვიდი, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უფასოა, ხოლო სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის 5 ლარი.
მიუხედავად განსხვავებული ფასებისა, სათაფლიასა თუ სხვა დაცულ ტერიტორიას ყოველდღიურად უამრავი ვიზიტორი სტუმრობს. მათმა უმრავლესობამ დღეს ჩვენგან პირველად გაიგო, რომ მათ ამის დასათვალიერებლად ორმაგი ფასის გადახდა უწევთ:



დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით გაიზარდა და 726 296 შეადგინა. 

აქედან, ვიზიტორთა 58 % (423 528) ქართველია, 42 % (302 768) კი უცხოელი. წინა წელთან შედარებით ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 28%-ით, ხოლო უცხოელების - 38%-ითაა გაზრდილი. 

მხოლოდ აგვისტოს თვეში დაცული ტერიტორიები 227 541-მა დამთვალიერებელმა მოინახულა, რაც 43 000-ით მეტია, ვიდრე შარშან.

ჯამში, 2017 წლის პირველ რვა თვეში ტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები 73%-ით გაიზარდა და 2 956 645 ლარი შეადგინა.

 

Print