ვიდეო
უსახლკარო ცხოვრების დროებითი დასასრული და უარით დაკმაყოფილებული ბენეფიციარები (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები მანანა ბუცხრიკიძე ერთ-ერთია, ვინც მერიის მიერ გამოქვეყნებულ სოციალურ საცხოვრისში შესახლებას დაქვემდებარებულთა სიაში ვერ მოხვდა.

ის ამბობს, რომ სოციალურ საცხოვრისში ბინით დაკმაყოფილებისთვის ქალაქის მერთან შეხვედრა სურდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს, ამიტომ, ამავე მოთხოვნით ცენტრალური ხელისუფლებისთვის მიმართვას აპირებს.

მანანა ბუცხრიკისგან განსხვავებით, ახალსახლობისთვის ემზადება ამავე შენობაში შესახლებული ნანა ბუცხრიკიძის ოთხსულიანი ოჯახიც. მათ მერიამ უმაღლესი, 60 ქულა მიანიჭა და თავშესაფრით დააკმაყოფილა.



ქუთაისის სოციალური საცხოვრისი თავდაპირველად 50-მდე ბენეფიციარზე იყო გათვლილი. თუმცა, ქალაქის ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის  განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობა შენობაში არსებული თავისუფალი ფართის, დაახლოებით 1870 კვ.მ-ის გამოსყიდვას გეგმავს. ასეთ შემთხვევაში 80-ზე მეტი უსახლკაროს ბინით დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. დამატებითი ფართის შესაძენად კი მერიამ 1 800 000 ლარი უნდა გადაიხადოს.
Print