ვიდეო
მიტოვებული 9 ლეკვი ქუთაისში, რომლებიც მოზარდებმა გადაარჩინეს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ტორპედოს სტადიონის მახლობლად არსებულ ამორტიზებულ შენობაში, რამდენიმე მოზარდი ერთი თვეა 9 ლეკვს უვლის.
მოზარდებმა დედისგან მიტოვებულ პატარა, ოთხფეხა მეგობრებს, რომლებიც შემთხვევით მილში გაჭედილი იპოვეს,  შენობის მეორე სართულზე თავშესაფარი მოუწყვეს და ყოველდღიურად საკვებითაც ამარაგებენ.

ისინი ამბობენ, რომ 9 ლეკვის გამოკვება რთულია, თუმცა, ჯერჯერობით მშობლების მიერ ყოველდღიურად მიცემული თანხიდან დანაზოგს აკეთებენ და მათთვის საჭმლის ყიდვას ახერხებენ. გარდა ამისა, მათი თქმით, ლეკვების უსაფრთხოებაზეც ვინმემ უნდა იზრუნოს, რადგან რამდენჯერმე უფროსი ასაკის ადამიანებმა მათი ტერიტორიიდან გაყვანა და გადაყრა სცადა, თუმცა, მოზარდებმა ამის უფლება არ მისცეს.

იმ შემთხვევაში კი თუ მეგობრები ლეკვების თავშესაფარში მიყვანას გადაწყვეტენ, ქუთაისის მერიის ააიპ "შპეციალური სერვისები" მზად არის მათი ოთხფეხა მეგობრები მიიღოს. 

როგორც ზრუნავენ მოზარდები დედისგან მიტოვებულ ლეკვებზე, ნახეთ ვიდეოსიუჟეტში:

Print