ვიდეო
ქუთაისელები საქართველოში გახშირებულ ხანძარზე - ვიდეოგამოკითხვა
FaceBook
ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 35-ჯერ გაჩნდა ხანძარი. გაჩენილი ხანძრების შედეგად უმეტესწილად უნიკალური ჯიშის ხეები და  ბუნება  ნადგურდება. ხანძარების ქრონკა,  8 აგვისტოს ბორჯომის ხეობის მიმდებარედ სოფელ დაბიდან დაიწყო, რასაც მოყვა ატენის ხეობა, წაღვერი, ლაგოდეხი,გორი, ახალციხე, დიდი დიღომი თიანეთი, მთაწმინდა,ფშავ-ხევსურეთი, ხულო, კახეთში კოხტას მთის მიმდებარე ტერიტორია, შავნაბადას მთის მიმდებარე ტერიტორია, თუშეთი  და სხვა.

ბოლო მონაცემებით ხანძრის კერები მიმდინარე წლის 6 სექტემბერს გაჩნდა ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროსისთვის ხანძრის კერა ლოკალიზებულია.

ქუთაისიპოსტი დაინტერესდა, რას უკავშირებს საზოგადოება საქართველოში გახშირებულ ხანძარს. ამ მიზნით, შემთხვევითი შერცევის პრინციპით  ქუთაისში გამოკითხვა ჩავატარეთ. მოსახლების ნაწილი ფიქრობს, რომ ხანძარი მაღალი ტემპერატურის გამო ჩნდება, ზოგის აზრით კი ხანძარი დივერსიაა, რომელიც გამიზნულად ხორციელდება.  ნახეთ ვიდეოგამოკითხვა:




თუშეთში, სოფელ ხახაბოს მიმდებარედ, ხანძარმა, დაახლოებით, 20 ჰექტრამდე წიწვოვანი ტყე გაანადგურა. მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძარის შედეგად კი,  2 ჰეტარი ტერიტორია განადგურდა. ზარალი მიადგა ბორჯომის ტყესაც, სადაც დაახლოებით 752 ჰექტარი ტყის მასივია განადგურებული. ხანძრის ჩაქრობის სამუშაობის ასეულობით ქართველო მეხანძრე მაშველი, ასევე ქართული და უცხოური ავიაცია იღებდა მონაწილებს.
Print