ვიდეო
რა ხდება ბალახვანში, სადაც რამდენიმე წუთში იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები დასახელდებიან (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, რამდენიმე წუთში პარტია "ქართული ოცნების" იმერეთის მერობის კანდიდატები დასახელდებიან. 
კანდიდატების  წარდგენაზე დასასწრებად სხვადასხვა რეგიონებიდან მიკროავტობუსებით ჩამოყვანილი მოქალაქეები იკრიბებიან. 

ასსაფეხურიან კიბეებთან "ქართული ოცნების" იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენა 17:00 საათზე დაიწყება. კანდიდატებს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს.

ადგილზე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები, გენადი მარგველაშვილი და კობა ნარჩემაშვილი უკვე მივიდნენ.

Print