ვიდეო
საზაფხულო სკოლები და არაფორმალური განათლება (გადაცემა - "ვირჩევ დემოკრატიას")
FaceBook
როგორია ახალგაზრდების თვალით დანახული ადგილობრივი თვითმმართველობა და რამდენად მორგებულია მისი საქმიანობა როგორც თავად ახალგაზრდების საჭიროებებზე, ისე ქალაქის შემდგომ განვითარებაზე?

რა დოზით არიან ახალგაზრდები ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რამდენად დემოკრატიულ გარემოში უწევთ მათ საქმიანობა? - ესაა ის საკითხები, რომელთა შესახებ იმართება დისკუსია "ქუთაისიპოსტის" მიერ სტუდენტებთან ერთად მომზადებულ გადაცემათა ციკლში - "ვირჩევ დემოკრატიას".

მორიგი გადაცემის თემაა საზაფხულო სკოლები და არაფორმალური განათლება ქუთაისში.

როგორია ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების ახალგაზრდული პოლიტიკა და რამდენად ეძლევათ ახალგაზრდეს საშუალება მონაწილეობა მიიღონ მერიის მიერ მოწყობილ ბანაკებსა თუ საზაფხულო სკოლებში? რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და რა კეთდება ამ მიმართულებით? - აღნიშნულ საკითხებზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები -  ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი თამარ ნიკოლეიშვილი და ერთი-ერთი პროექტის მონაწილე თამარ ჩაგელიშვილი.

Print