ვიდეო
"ისინი გადასახადებსაც ერიდებიან" - გარევაჭრობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები (დისკუსია)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს ახალ რუბრიკას - "ჩემი ხმა თვითმმართველობას". რუბრიკა მოიცავს როგორც ვიდეოგამოკითხვებს, ასევე სადისკუსიო შეხვედრებს.
რუბრიკის ფარგლებში თვეში 2 მოქალაქეს მიეცემა 2-2 წუთი გააჟღერონ თავიანთი პრობლემები და მათთვის საინტერესო საკითხები.

აღნიშნული ჩანაწერები ვიდეომასალის სახით განთავსდება ქუთაისიპოსტის ვებ-გვერდზე, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ, ორ თვეში ერთხელ მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრა მხარეების მონაწილეობით.

ჩვენი ჟურნალისტების მიერ გამოკითხული მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარ პრომლემად გარევაჭრობა დასახელდა.  რომელიც მოქალაქეების თქმით, როგორც გადაადგილების პრობლემას ქმნის. ასევე, მოვაჭრეები თვლიან, რომ გარევაჭრობით  მათ არაკონკურენტული გარემო აქვთ. თავის მხრივ, გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ  მათი ოჯახის  ერთადაერთი შემოსავალი არის ეს საქმიანობა. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ამ საკითხის მოწესრიგება ისე რომ არც ერტი მხარე არ დაზარალდეს მთავრობის პრეროგატივაა.  

გარევაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ  მოვაჭრეები, ბაზრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქუთაისის ზედამხედველობის წარმომადგენელი და საკრებულოს უმრავლესობს წევრი.

რა ბერკეტი აქვს თვითმმართველობას გარევაჭრობის აღმოსაფხვერლად, რას სთავაზობენ ისინი ამ დამინებს და როგორ არეგულირებას ამ საკითხს  კანონმდებლობა ნახეთ ვიდეო დისკუსია:   

Print