ვიდეო
"ქუჩაში, რომ დავრჩე მაინც მტკიცე ვიქნები" - ადამიანები საკუთარი ისტორიებით
FaceBook
ადამიანები ქმნიან ისტორიას. ეს ყოველთვის არაა გმირების ისტორია, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს გააჩნია საკუთარი პატარა ამბები, რომელშიც ის გმირია. ქუთაისიპოსტი რიგით გმირებს აქცევს საკუთარი ობიექტივის ქვეშ. სადაც ისინი საკუთარ ისტორიას თვითონ გვიამბობენ.

ქუთაისიპოსტი გთავაზობთ თვეში ერთხელ, რუბრიკას - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით", რომლის მორიგი სტუმარი, იპოთეკით დაზარალებული ოთარ ხმელიძე.


25 წლის ოთარ ხმელიძემ ქუთაისში შიმშილობა მიმდინარე წლის 1 აგვისოს დაიწყო. გვიყვება, რომ პროფესიით მეფუტკრეა და საკუთარი ბიზნესის რეალიზებისთვის "საქართველოს ბაკიდან" 17 500 ლარიანი სესხი გამოიტანა. თუმცა, ყოველთვიური შესატანის გადახდა დააგვიანდა ბანკმა 22 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ის "საქართველოს ბანკს" მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და ბანკის მიერ სესხზე დაწესებულ პირგასამტეხლოს გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვით სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში 22 ათას ლარიანი ჯარიმა ამოქმედდება და მისი ბინა 40 ათას ლარად გაიყიდება. ის აღნიშნულ ხელშეკრულებას კაბალურს უწოდებს.

ოთარ ხმელიძე ამბობს , რომ ბინის დაკარგვის საფრთხე რეალურია და მის შესანარჩუნებლად მალე სასამართლოსაც მიმართავს.

ნახეთ ოთარ ხმელიძის ადამიანური ისტორია ვიდეოსიუჟეტში:



ამავე თემაზე:


"ადამიანები საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო) - ეთერ სიდიანი
"გაჭირვებაში დიდი ხანია ვარ, მაგრამ არ ვაღიარებდი" - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო)
"მინდა საქართველოში აქტიური ახალგაზრდობა იყოს" - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო)

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცმა შიმშილობა დაიწყო

შიმშილობის მეორე დღე - ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი პროტესტს აგრძელებს

"დანებებას არ ვაპირებ" - ქუთაისელი ახალგაზრდა მესამე დღეა შიმშილობს

ქუთაისში, მოშიმშილე ახალგაზრდას სასწრაფო დახმარება ორჯერ გამოუძახეს
თარიღი უნდა მივუთითოთ 1 2 ან 3 აგვისტო
Print