ვიდეო
ახერხებთ თუ არა დანაზოგით დასასვენებლად წასვლას? (ვიდეოგამოკითხვა)
FaceBook
ცხელი ზაფხულის მიუხედავად, ქუთაისში ბევრია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დასასვენებლად არსად წასულან და უსახსრობის გამო არც გეგმავენ კურორტზე დასვენებას.
ქუთაისიპოსტის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათი შემოსავლები მხოლოდ ყოველდღიურ ხარჯებზეა გადანაწილებული. სხვა ინტერესებისთვის  კი სახსრები აღარ რჩებათ.

გამოკითხული რესპონდენტებიდან მხოლოდ ერთმა თქვა, რომ იგი სტუდენტია და საკუთარი შემოსავალი არ აქვს, თუმცა, ოჯახის წევრები თანხას ისე ანაწილებენ, რომ ზაფხულის სეზონზე  დასასვენებლად წასვლას ახერხებს.

როგორია ცხელი აგვისტო ქუთაისიდან გაუსვლელად, ნახეთ ვიდეოგამოკითხვა.

Print