ვიდეო
"ვნანობ, რომ წამოვედი" - ლევან გვიჩიანი რუბრიკაში "ხუთ დღიანი ომის 5 ისტორია" (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისიპოსტი გთავაზობთ რუბრიკას "აგვისტოს ხუთ დღიანი ომის ხუთი ადამიანის ისტორია".

ომის მოწმეები თვითონ გვიყვებიან თუ რა ხდებოდა მაშინ ცხელ წერტილში და როგორ ვითარდებოდა მოვლენები. გვიზიარებენ მათ განვლილ გზას ომიდან მშვიდობამდე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლის ომის შედეგად სულ 35 000 ადამიანს მოუწია თავიანთი სახლ-კარის დატოვება, კოდორის ხეობიდან კი 9 025 გამოიდევნა. ისინი ახლა ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე კომპაქტურ და კერძო დასახლებაში ცხოვრობენ. მათ შორის არიან ქუთაისში, ხარებავას ქუჩის #52-ში.

რუბრიკის მეორე სტუმარია ლევან გვიჩიანი. ის, ორ ვაჟიშვილთან ერთად, ხარებავას ქუჩის #52-ში ცხოვრობს. ერთი ბიჭი კი ქუთაისში მოუკლეს. 



2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან ცხრა წელი გავიდა. ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებულია.

2008 წლის შვიდ აგვისტოს ცხინვალში რუსის სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტებსა და ქართულ ჯარს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.
ომში რუსეთი ოფიციალურად რვა აგვისტოს ჩერთო, რომელმაც რეგიონში საკუთარი ჯარის ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. მან საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.

ცხრა აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა კოდორის ხეობაზე თავდასხმით მეორე ფრონტი გახსნეს და რუსეთის 58-ე არმიის ბატალიონმა კოდორის ხეობაც დაიკავა.

რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო, 14 პოლიციელი და სამი ჟურნალისტი. სახლების დატოვება კი 150 000 ადამიანს მოუხდა.

დღემდე გრძელდება მცოცავი ანექსია, გაფართოებულია საოკუპაციო საზღვარი, ათი ათასობით დევნილი მოსახლეობას საკუთარ სახლებში დაბრუნება ისევ არ შეუძლია, გრძელდება დაკავებები და მკველობა ე.წ. საზღვართან.


ამავე თემაზე:


"ძროხები ბღაოდნენ, ძაღლები ერთ ამბავში იყვნენ" - რაისა ხაჭვანი რუბრიკაში "ხუთ დღიანი ომის 5 ისტორია" (ვიდეო)
Print