ვიდეო
"მინდა საქართველოში აქტიური ახალგაზრდობა იყოს" - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო)
FaceBook
ადამიანები ქმნიან ისტორიას. ეს ყოველთვის არაა გმირების ისტორია, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს გააჩნია საკუთარი პატარა ამბები, რომელშიც ის გმირია. ქუთაისიპოსტი რიგით გმირებს აქცევს საკუთარი ობიექტივის ქვეშ. სადაც ისინი საკუთარ ისტორიას თვითონ გვიამბობენ.

ქუთაისიპოსტი გთავაზობთ თვეში ერთხელ, რუბრიკას - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით", რომლის მორიგი სტუმარი, სტუდენტი ირაკლი თევზაძეა.
ის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. ახლა მეორე კურსის სტუდენტია.

პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაცია "თაობათა დიალოგის" გამგეობის წევრია და სხვადასხვა აქტიობებში აქტიურად ერთვება. მისი თქმით, ქუთაისში ახალგაზრდები ნაკლებ აქტიურები არიან. მას ამის მაგალითად პარლამენტის ქუთაისში დარჩენა მოჰყავს, მისი თქმით, ახალგაზრდული ცხოვრების მეტი გააქტიურებისთვის პარლამენტის ქუთაისში დარჩენა აუცილებელია.

ის ამბობს, რომ ამ მხრივ ქუთაისში ახალგაზრდები ნაკლებ ინიციატივას იჩენენ.

"მაშინ როდესაც აქციები იმართებოდა და ვითხოვდით პარლამენტის ქუთაისში დარჩენას ახალგაზრდები არ აქტიურობდნე. მათი სამოქალაქო ჩართულობა სამწუხაროდ დაბაია. არადა ეს აუცულებალია" - ამბობს ირაკლი თევზაძე.
რატომ არის ირაკლისთვის მნიშვნელოვანი პარლამენტის ქუთაისში დარჩენა და რას მოუწოდებს ის ახალგაზრდებს. ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:



ასევე ნახეთ:


"ადამიანები საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო) - ეთერ სიდიანი
"გაჭირვებაში დიდი ხანია ვარ, მაგრამ არ ვაღიარებდი" - "ადამიანები საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო)
Print