ვიდეო
პრობლემური გზები ტურისტულად დატვირთულ ტერიტორიაზე ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ყაზბეგისა და გელათის რეაბილიტირებულ ქუჩებზე არსებული ქვაფენილი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.

აგილობრივების თქმით, გზები რომლებითაც ტურისტები ბაგრატისა და მოწამეთის ტაძრებთან მიდიან რეაბილიტაციის შემდგომ მალე დაზიანდა.

შესაბამისად, ტერიტორიაზე გადაადგილება როგორც ქვეითებს, ასევე ავტომობილით მოსარგებლეებს უჭირს.




ყაზბეგისა და გელათის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს ჩატარდა.

3 თვეში შესასრულებელი სამუშაოები კი 9 თვის მანძილზე გაიწელა, რაც თავის დროზდე მოსხლეობის კრიტიკის საგანი იყო.

ადგილობრივები სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებლობას მოითხოვდნენ და დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავდნენ.

თავის მხრივ, ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავდნენ, რომ ისინი თავად აკონტროლებდნენ ქუჩაზე მიმდინარე რეაბილიტაციის ხარისხს.

ქუთაისის მერიაში ამჯერადაც იმას აცხადებენ, რომ სამუშაოები ყაზბეგისა და გელათის ქუჩებზე ხარისხიანად ჩატარდა.

თვითმმრთველობაში აცხადებენ, რომ ქვაფენილზე არსებული ხარვეზები, რომელიც პრობლემურია, უახლოეს მომავალში რეაბილიტირდება.

გზის რეაბილიტაცია გელათისა და ყაზბეგის ქუჩებზე 2015 წელს "გზამშენიXXI"-მა განახორციელა.

გზის მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გელათის ქუჩაზე 2 მლნ 925 800 ლარი, ხოლო ყაზბეგის ქუჩაზე 533 112 ლარი დაიხარჯა.




Print