ვიდეო
პასუხობენ თუ არა დეპუტატები მოქალაქეების ზარებს - "ზარი მაჟორიტართან" (ვიდეო)
მორიგი ზარი ნიკეას სამაჟორიტარო ოლქის  დეპუტატთან, ირმა პეტრიაშვილთან განხორციელდა.

რამდენად პასუხობენ ქუთაისში უბნის მაჟორიტარი დეპუტატები ამომრჩევლების მოულოდნელ ზარებს და რას პასუხობენ მოქალაქეებს სატელეფონო საუბრისას. ნახეთ "ქუთაისიპოსტის" ახალ რუბრიკაში "ზარი მაჟორიტართან".

რუბრიკის ფარგლებში ვიდეომასალას ორ კვირაში ერთხელ (ოთხშაბათს).
რუბრიკის მორიგი ზარი ნიკეას სამაჟორიტარო ოლქის  დეპუტატთან, ირმა პეტრიაშვილთან განხორციელდა. ნახეთ ვიდეო:


ქუთაისში სულ 10 სამაჟორიტარო ოლქია. შესაბამისად, 25 წევრიან საკრებულოში 10 მაჟორიტარი დეპუტატია.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ქუთაისის საკრებულოში 10-ვე მაჟორიტარი დეპუტატი კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელია.
თეკლე მორგოშია

Print