ვიდეო
ბიზნესობიექტების სავალდებულო დაზღვევა და ქუთაისელი მეწარმების შეფასებები (ვიდეო)
FaceBook
სავაჭრო ცენტრების, საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებისა და სხვა პუნქტების დაზღვევა სავალდებულო ხდება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ ბოლო პერიოდში მომხდარმა ხანძრის შემთხვევებმა უბიძგა. 
ამ მიზნით, მთავრობის წარმომადგენლებმა "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილების" პროექტი წარადგინა. 

პარლამენტში საკონონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში პირევლი მოესმენით მიიღეს.

"ამ კანონის შემოღებით მცირე და საშუალო ბიზნესი დაიქცევა, აღარ იარსებებს პრაქტიკულად," - ასე აფასებენ ქუთაისში მთავრობის მიერ ინიცირებულ ახალ საკანონმდებლო რეგულაციას," - ქუთაისში  სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლები.

"გაუგებარია, რატომ უნდა დაავალდებულოს სახელმწიფომ ბიზნესი, რომ ქონება დააზღვიოს. ისედაც კბილებით ვინარჩუნებთ ბიზნესს ამ ქალაქში და კიდევ დაზღვევის გადასახადის დამატების გადახდას ვინ შეძლებს, ეს ხომ უბრალოდ სისულელეა," - ამბობს ქუთაისში რესტორან "ჭადრების" წარმომადგენელი, გულო ცერცვაძე.




სავალდებულო დაზღვევის შემოღების საკონონმდებლო ცვლილების  ავტორი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურია.

ზედამხედველობის სამსახურში "ქუთაისიპოსტთან" სატელეფონო საუბარში განმარტეს, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მთავრობა მიმდინარე წლის ბოლომდე განსაზღვრავს მასობრივი თავშეყრის ობიექტების ნუსხას, ხოლო მათ მფლობელებს, მესამე პირებისთვის წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაზღვევის ვალდებულება დაეკისრებათ.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით საქართველოში 14 სადაზღვეო კომპანიაა რეგისტირებული. რომელთაგან 13 მათგანი ფლობს სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. ხოლო, ერთი მათანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 

კანონპროექტი "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" კანონის მე-20 და 56-ე მუხლებში ქვეპუნქტების დამატებას ითვალისწინებს. კანონის დაემატება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მფლობელთა (სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტები) მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესის და პირობების დადგენა.

ინიციატივის მხარდაჭერისა და დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტი ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა.


Print