ვიდეო
"7 სართულიანი კორპუსის მშენებლობას არ დავუშვებთ" - რუბრიკაში "ჩემი ხმა თვითმმართველობას" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას - "ჩემი ხმა თვითმმართველობას". რუბრიკა მოიცავს როგორც ვიდეოგამოკითხვებს, ასევე, სადისკუსიო შეხვედრებს.

რუბრიკის ფარგლებში თვეში 2 მოქალაქეს დაეთმობა 2-2 წუთი თავიანთი პრობლემებისა და მათთვის საინტერესო საკითხების გასაჟღერებლად.

აღნიშნული ჩანაწერები ვიდეომასალის სახით ქუთაისიპოსტის ვებ-გვერდზე განთავსდება, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ, ორ თვეში ერთხელ მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრა მხარეების მონაწილეობით, მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე.


რუბრიკის მორიგი სტუმარია  თამარ მეფის N 1 ჩიხში მცხოვრები ირმა გაბუნია, რომელიც მის  მეზობლად მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. მისი თქმით, ადგილზე კომპანია "ინ თაუნი"  6 სართულიან კორპუსს მანსარდით  აშენებს, რაც მათ სახლებსა და ეზოებს დაჩრდილავს. მისივე თქმით,  ქუჩაზე ვიწრო შესასვლელის გამო მოძრაობა მუდმივად  გადატვირთულია, კორპუსის მშენებლობის შემთხვევაში კი იქ გავლა შუძლებელი იქნება.

ირმა გაბუნია შიშობს, რომ მშენებლობის გამო,  შესაძლოა,  უნიკალური ჯიშის ხეებიც მოიჭრას. 



კომპანია "ინ თაუნის" წარმომადგენლებთან დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.  ქუთაისიპოსტი მათ პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
Print